თბილისის მერი: მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში

თბილისის მერი: მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში

access_time2020-03-18 14:56:34

თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით  მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს. ახლა კი მსურს, საზოგადოებას თბილისის მერიის კიდევ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია.

 

ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის  სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

 

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდნენ.

 

მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.


 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან, ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.

 

ამასთან, ამიერიდან, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

 

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდეთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცავით რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

 

მინდა, შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას - ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და  ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას.  რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება.

 

აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დარეკეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყოთ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები.

 

ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებული, შევძლებთ, გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას. ყველანი  ვთანხმდებით, რომ დღეს ჩვენ ავტობუსების ან საწვავის ნაკლებობა ნამდვილად არ გაგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთობა, რადგან ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up