თბილისის მერი „მერების შეთანხმების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი „მერების შეთანხმების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

access_time2022-11-29 11:00:23

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com – East) მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კონფერენციის გახსნაზე თბილისის მერმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და თბილისის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებების დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.


კახა კალაძის თქმით, თბილისი იყო პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქებს შორის, რომელიც 2010 წელს მერების შეთანხმებას მიუერთდა.


„ამ ხელმოწერით თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლამდე თბილისში ნახშირბადის ემისიების შემცირებას და მის მედეგ ქალაქად გადაქცევას.  ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ემისიის შთანთქმის ბუნებრივი წყაროების გაზრდაზე - დედაქალაქის გარშემო არსებული ტყის საფარისა და ზოგადად, ქალაქში არსებული რეკრეაციული  სივრცეების - სკვერებს, პარკების განახლება-რეაბილიტაციასა და ახალი პარკების შექმნაზე. ამასთან, ძირეული ნაბიჯები გადავდგით მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განახლების და განვითარების კუთხით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ქვეითთა უფლებების გაზრდა, ეკოტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ ხაზი გაუსვა დონორების მხარდაჭერით განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ დედაქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.



„საერთაშორისო დონორების დახმარებით განახლდა თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი; გაზრდილია CNG ავტობუსების შემადგენლობა და იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა; მოეწყო ჯამში 27 კმ ველობილიკი და მიმდინარეობს სუპერბლოკების პროგრამა უბანში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, ხმაურისა და დაბინძურების შემცირებისა და უსაფრთხოდ გადაადგილების ხელშეწყობის გზით. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. შევიმუშავეთ თბილისის მუნიციპალური მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მნიშვნელოვნად წაგვადგება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის დანერგვაში. მიმდინარეობს მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე გაზშემკრები  და ნაჟური წყლების სისტემების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით, ერთობლივი ინიციატივებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესი მეტად ეფექტიანი იქნება. ამ პროცესში, მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი გვაკისრია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძის განცხადებით, თბილისი ერთგული რჩება „მერების შეთანხმების“ პრინციპების და უერთდება ახალ ვალდებულებებს.


ორდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით „მერების შეთანხმების ათი წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“, შეფასდება „მერების შეთანხმების“ 10-წლიანი პროგრესი, ძირითადი გამოწვევები და ბარიერები რეგიონის ქვეყნებიდან; წარმოდგენილი იქნება წარმატებული მაგალითები და გამოცდილება, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები გაეცნობიან ევროკავშირის  სამომავალო მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ ინფორმაციას.


ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტი წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მაღალი დონის წარმომადგენელები.


თეგები:
კალაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up