თბილისის მერი მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

access_time2021-04-08 20:40:00

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, ხოლო მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დასახა.



„პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა მომდევნო წლებში აღარ შეიქმნას მსგავსი ვითარება. როდესაც გაირკვა, რომ ფერდზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა და იყო გარკვეული საშიშროება, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივად შევზღუდეთ. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მათი რეკომენდაციით დაიწყო პრევენციული ღონისძიებები,“- განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერი კახა კალაძე, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოსახლეობაში პანიკის დათესვა ისახავს მიზნად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.



„სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ემსახურებოდა პანიკის დათესვას, კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონვარ, შეიძლება დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა არ მოსწონს , მაგრამ ამგვარი განცხადებები აზარალებს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან. საუბარი იყო იმაზე, თითქოს მუნიციპალიტეტი არასწორად იქცევა და არ ახორციელებს ადამიანების ევაკუაციას. ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, პირველები ვიქნებოდით ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა და მოსახლეობას გაიყვანდა უსაფრთხო ადგილზე. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და დათესოს პანიკა,“- აღნიშნა თბილისის მერმა.




კახა კალაძის თქმით, კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტი“ , რომელიც ამჟამად მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს ახორციელებს, დიდი გამოცდილება გააჩნია.



„ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობდა წყნეთი-ბეთანიას აღდგენით სამუშაოებზე. მე მახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო იმ კონკრეტულ მონაკვეთზე. საუბრობდნენ იმაზეც, რომ იქ შეუძლებელი იქნებოდა გზის დაბრუნება, თუმცა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიის სწორი მუშაობითა და გადაწყვეტილებებით, დღეს გზა ჩვეულებრივ გახსნილია. ასევე შეშელიძის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც გვაქვს მეწყრული ფერდი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ირგვლივ მაღალსართულიანი კორპუსებია განთავსებული, რომლებსაც ფაქტობრივად საძირკველი ეცლებოდა, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია, მიმდინარეობს სამუშაოები და არანაირი საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა კახა კალაძემ.



კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ვაშლიჯვრის ფერდზე მიღწეული დროებითი სტაბილურობა და მიმდინარეობს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა.



„ეს არ არის ახალი გამოგონება, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიოში გამოცდილი მეთოდით. ამ ეტაპზე მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას, დაწყებულია სრული მოდელირება წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტთან ერთად. პროცესში ჩართულები არიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ ბოლო 5 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.



მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up