თბილისის მერი კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო

თბილისის მერი კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო

access_time2022-09-24 15:45:15

ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართა.


ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა.


“დღეს კრწანისობაა - ჩვენი გმირების, კრწანისის გმირების დღე. ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძიება და ეს არის სახალხო დღესასწაული. მინდა, კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში, ვუსურვო ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს - მშვიდობა და სიმშვიდე. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



„კრწანისობა 2022“ ჯაბა სამუშიას ლექციით გაიხსნა, რომელიც მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობდა. ლექციის დასრულებისთანავე, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.


ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც სტუმრების წინაშე ანსამბლები „შვიდკაცა“ და „თბილისი“ წარსდგნენ.


„კრწანისობა 2022“-ზე მოსულ სტუმრებს ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა: ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა სამოსელიც დახვდათ. მათ საშუალება ჰქონდათ თავად მოერგოთ ინვენტარი და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.


თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up