თბილისის მერი კოჯორი-სამადლოს გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კოჯორი-სამადლოს გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

access_time2016-05-23 09:28:37

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6.4-კილომეტრიან მონაკვეთში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნენ.


დავით ნარმანიას თქმით, საგზაო სამუშაოები გზის დაზიანებულ მონაკვეთში ფუნდამენტურად ხორციელდება.


„ეს არის კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა. ასევე, სტიქიის შემდეგ ეს გზა წარმოადგენდა მოძრაობის თვალსაზრისით ერთადერთ ალტერნატივას დედაქალაქიდან შემოერთებული ტერიტორიების მიმართულებით, ამიტომაც სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები ორ ნაწილად დავყავით. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გზის სამკილომეტრიან მონაკვეთში დასრულებულია, მეორე სამკილომეტრიან მონაკვეთზე კი გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.



გაკეთდა ბეტონის სახიდე გადასასვლელები, კედლები გამაგრდა, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდა გზის ცალკეული მონაკვეთები, სადაც მოეწყობა ასფალტის საფარი - განაცხადა თბილისის მერმა. კოჯორი-სამადლოს გზის კაპიტალური რეაბილიტაციის საჭიროება 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიით გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა. სტიქიური მოვლენების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა წყნეთი-ბეთანიის გზა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ავტოტრანსპორტის ნაკადი თბილისი-კოჯრის მიმართულებაზე. ამასთან, დაზიანდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები. ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და დაზიანებული გზის გადაუდებელი კაპიტალური შეკეთება გახდა აუცილებელი.


პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპით გათვალისწინებული საინჟინრო ნაგებობების აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.



„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up