თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

access_time2018-04-05 13:40:00

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, საექსკავაციო სამუშაოები და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

 

„სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის ორეტაპიანი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სათადარიგო გზის მოწესრიგებაა. მეორე ეტაპი კი, უკვე ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება. ამასთან, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი გზაგამყოფის მოწესრიგებაზე, რომლის შედეგადაც, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა და გარდა იმისა, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს. ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პროექტით 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს.


 

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნულ ლოკაციაზე, ოთხ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი აწარმოებს.

 

მიმდინარე პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე გაეცნო.

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up