თბილისის მერი გლდანში მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი გლდანში მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

access_time2020-01-21 10:30:59

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. 



„გლდანელებს დავპირდით, რომ ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩები ახალ წლამდე, ქვედა ფენებში მოეწყობოდა და ჩვენი პირობა შევასრულეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი დამთავრებულია და სამუშაოები ბოლომდეა შესრულებული. კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი: ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება, ვეკუას და ხიზანიშვილის შემაერთებელი გზაც მოწყობილია ქვედა ფენებში, ზემოთ ხოჭოს ქუჩა ფაქტობრივად დასრულებულია. ახლა ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ესაა ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ამდენი თანხა იხარჯება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტირდეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომელიც აქაა განთავსებული. ერთი თვის განმავლობაში ეს მონაკვეთი იქნება გადაკეტილი და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



„ამ დროისათვის დასრულებულია ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო ნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა; ასფალტის საფარის ზედა ფენა უკვე დაგებულია 14 000 კვ. მ ფართობზე; უკვე დაწყებულია სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე, ასევე, მიწის ქვეშ ექცევა საჰაერო კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტროტუარები მოეწყობა; სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, გარდა ამისა, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.




ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯება.


სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.



ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები“ – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up