მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის პირველი კვარტალლის მონაცემებით გამგეობების მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, მათმა უმრავლესობამ შესრულების თვალსაზრისით ყველა მიმართულებით დაახლოებით 91-98 %-იანი შედეგი აჩვენა.რაც შეეხება ჩამორჩენებს, ქალაქის მერმა სამგორის რაიონზე გაამახვილა ყურადღება.
„არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც აქვს 75-78 %-იანი შესრულება. აქ მინდა ვთხოვო უწყების წარმომადგენლებს, რომ ეს მაჩვენებლი გავაუმჯობესოთ. ყველაზე დაბალი შესრულება კი აჩვენა სამგორის რაიონმა, 58 %-იანი შესრულება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავ, რომ სამგორის რაონის გამგებელმა თავად დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილება დასაფასებელია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და პირადად ჩემი მიზანია, რომ თბილისი გახდეს განვითარებული და კეთილმოწყობილი ქალაქი“,- განმარტავს კალაძე.
რაც შეეხება გამგეობების შედეგებს უფრო დეტალურად, როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქალაქის მერმა განაცხადა კაპიტალურად და ფრაგმენტულად მოეწყო არაერთი გზა, პარკი თუ ინსფრასტრურქურა.
„კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე; მოეწყო და რეაბილიტირდა 25 სკვერი, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე , სანიაღვრე და წყალადინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტირდა 44 მისამართზე, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება კი გამოეყო 37 ათას 600 ბენეფიციარს. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულები, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. ეს ყველაფერი კი ჩვენი პროცესებში ჩართულობითა და მოქალაქეების თანადგომით მიიღწევა“,- განმარტავს კალაძე.