თბილისის „მერანი“ ლილოში საკუთარ სტადიონს აშენებს

თბილისის „მერანი“ ლილოში საკუთარ სტადიონს აშენებს

access_time2019-12-14 10:10:14

თბილისის „მერანის“ დირექტორმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ დედაქალაქში ახალ სტადიონს აშენებს და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული გუნდი უახლოეს ერთ წელიწადში მეტოქეებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

 

„ახალი სტადიონი ლილოში აშენდება. გეგმაშია ერთი ბუნებრივი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, მთავარ არენასთან დაახლოებით 3000 კაცზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება. ფეხბურთის ფედერაციისგან სრულ მხარდაჭერსა და თანადგომას ვგრძნობთ. ისინი მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობენ, რათა თბილისში კიდევ ერთი ახალი სტადიონი აშენდეს. ვფიქრობთ, რომ მშენებლობა 6-8 თვეში დასრულდება და ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი გამართული არენა შეემატება“ – ამბობს ირაკლი შენგელია.

 

თბილისის „მერანი“, რომელმაც ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა, დასრულებულ სეზონში „სპაერის“ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე თამაშობდა, სადაც ეროვნული ლიგის მატჩების გამართვას ვერ შეძლებს. სეზონის დასრულებისთანავე „მერანის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საკუთარი ბაზისა და ბალახისსაფრიანი სტადიონის აშენება სურდათ და რომ ამას უახლოეს პერიოდში გეგმავდნენ.


 

 

წყარო: პირველ არხი





Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 11:10:10
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და...


მსგავსი სიახლეები

up