თბილისის მაღაზიებში მალე ქართული აგროპროდუქციისთვის სპეციალური სტენდები გამოჩნდება

თბილისის მაღაზიებში მალე ქართული აგროპროდუქციისთვის სპეციალური სტენდები გამოჩნდება

access_time2020-11-20 14:30:59

დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისის 25 არაქსელურ მაღაზიაში სპეციალური სტენდები გამოჩნდება, რომელზეც მხოლოდ ქართული წარმოების აგროპროდუქტები განლაგდება.


აღნიშნული ინიციატივა პროექტის „რატომ- ქართული?!“- ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქართული მაღაზიების ასოციაციამ USAID-ის სასოფლო-სამეურნეო პროგრამასთან ერთობლივად წარადგინა.


კიდევ ერთი მიმართულება ამ პროექტის, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება, მდგომარეობს იმაში, რომ ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზება ორ უნივერსალურ სავაჭრო პლატფორმაზე-Myshop.ge და Extra.ge - ზეც მოხდება.  


როგორც პროექტის მენეჯერი ივა მათიაშვილი განმარტავს, ინიციატივის მიზანია ერთი მხრივ კონკრეტული მწარმოებლების და პროდუქციის პოპულარიზება, მეორეს მხრივ მწარმოებლების ხელშეწყობა პროდუქციის გაყიდვაში, ასევე კავშირების დამყარებაში და შემოსავლების ზრდაში.



„ამჟამად ჩვენი პროექტი გათვლილია არამალფუჭებად პროდუქტებზე, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა. ესენია ძირითადად - ჩირები, ჩაი, თაფლი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, კონსერვები და ა.შ. პროექტის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ პროდუქციის ტრანსპორტირებას სარეალიზაციო ობიექტამდე.


პროდუქცია, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ უნდა იყოს ეტიკტის ყველა ნორმის დაცვით ბრენდირებული. სტენდებზე შეზღუდული სივრცის გამო, მაღაზიებში ჩვენ განვათავსებთ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომლის მწარმოებელი კომპანიებიც USAID-ის პროგრამის ბენეფიციარები არიან. რაც შეეხება ონლაინ პლატფორმებს, აქ განთავსდება ნებისმიერი ქართველი მწარმოებლის აგროპროდუქტი, თუ რა თქმა უნდა, მათ ამის სურვილი ექნებათ. ვფიქრობ ასეთი პლატფორმები პერსპექტიული არხია გაყიდვებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში,“ - ამბობს ივა მათიაშვილი.


მისი თქმით, დღეს უკვე რამდენიმე ათეულმა მწარმოებელმა გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის. ხოლო ვისაც პროდუქციის ეტიკეტირება ჯერ არ დაუსრულებია, შეუძლია მომავალი წლიდან შემოუერთდნენ პროგრამას.

მათიაშვილი ამბობს, რომ თუ პროექტი გაამართლებს, მაღაზიების რაოდენობაც გაიზრდება და შესაბამისად სტენდების მოცულობაც.

საქართველოს მაღაზიების ასოციაცია, 2018 წელს შეიქმნა. იმავე წლის ბოლოს ასოციაციამ 300-ამდე არაქსელური მაღაზია გააერთიანა, ამჟამად კი მათი რიცხვი 900-ს აღწევს.

 

EASTFRUIT.GE

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up