თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

access_time2021-10-24 14:00:26

საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად ტენდერში  გამარჯვებული კომპანია 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო, მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვეში უნდა დაწყებულიყო და 5 წელიწადში დაასრულებულიყო, თუმცა, როდის შეირჩევა ინვესტორი ამ დრომდე გაურკვეველია. შესაბამისად, უცნობი რჩება ლოჯისტიკური კლასტერების მშენებლობის ვადები. ლოგისტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ლოგისტიკური ცენტრების პროექტის განუხორციელებლობის ერთ - ერთი მიზეზი ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერებაა, რადგანაც ანაკლიის ნავსადგურში ტვირთნაკადების გენერირების პირობებში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას რეალური პერსპექტივები გააჩნია. 

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში იხსენებენ, რომ  ტრასეკას პროექტის ფარგლებში უცხოური საკონსალტინგო კომპანიის მიერ (2010 - 2012 წ.წ.) დამუშვებული იქნა საქართველოში, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრის ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთება, რისთვისაც საკვლევ ობიექტად შერჩეული იქნა თბილავიამშენის (თამ) და სადგურ ველის ტერმინალი (რკინიგზის ყოფილი საკონტეინერო ტერმინალი). შემოთავაზებულია ამ ორი ობიექტის ტერიტორიის ერთობლივი განვითარება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ტექნიკურ - ეკონომიკური პარამეტრები ასე გამოიყურება:

1. ლოგისტიკური ცენტრის ტექნიკური მახასიათებლები: თბილავიამშენი/ველის ტერმინალის ტერიტორია განლაგებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 კმ დაშორებით, ხოლო თბილისიდან - 15 კმ-ით. ორივე ტერმინალის საერთო ფართობი შეადგენს 217 ჰექტარს, აქედან საწყის ეტაპზე საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრის განვითარებისათვის ორივე ტერიტორიის გათვალისწინებით ხელმისაწვდომიაა - 51 ჰექტარი. პერსპექტივაში, ლოგისტიკურ ცენტრში მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია თბილავიამშენის არსებული ტერიტორია (ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი) გამონთავისუფლდეს და გადატანილი იქნეს მდინარე მტკვრის სიახლოვეს, რაც უზრუნველყოფს ლოგისტიკური ცენტრისათვის დამატებითი ტერიტორიის გამონთავისუფლებას;

2. ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით შემუშავებულია: ინვესტიციების ეტაპობრივი განთავსების სქემა, რომელიც მოიცავს ჯამში 41.3 მლნ ევროს და განვითარების სამ ეტაპს.
განვითარების 1 ეტაპი - 31.7 მლნ ევრო;
განვითარების 2 ეტაპი - 7.7 მლნ ევრო;
განვითარების 3 ეტაპი - 1.9 მლნ ევრო;



თბილისს ლოგისტიკური ცენტრი ამ დრომდე არ აქვს, უფრო მეტიც,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ჯერ კიდევ არ არსებობს რეგიონების მიხედვით გაწერილი, არსებული და პერსპექტიული ლოგისტიკური ცენტრების განთავსების სქემა. ექსპერტებისთვის ამ დრომდე გაურკველია,რომელი სახელმწიფო უწყება მუშაობს ლოგისტიკური ცენტრების განვითარების სტრატეგიაზე, უფრო მეტიც, სპეციალისტების ამბობენ, რომ ამ დრომდე არ გაგვაჩნია  კონცეფტუალური საერთო ხედვა, როგორ უნდა გახდეს საქართველო სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი.

რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა, გაეცანით კომერსანტის სტატიაში. აქვე შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს და ასევე რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში.

ავტორი: ბელა გელაშვილი

თეგები:
ლოგისტიკა



ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up