„თბილისის ისტორიული უბანი კულტურული კაპიტალია და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას“ - იციკ მოშე

„თბილისის ისტორიული უბანი კულტურული კაპიტალია და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას“ - იციკ მოშე

access_time2021-03-15 14:30:15

„თბილისის ისტორიული უბანი კულტურული კაპიტალია და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას“ , ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტის“ დირექტორმა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია თბილისის ისტორიულ უბანში განაშენიანების საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. სწორედ ამიტომ მისი განცხადებით, მირზაშაფის ქუჩაზე მდებარე, კომპანიის საკუთრებაში არსებული, მაღალი კლასის ახალაშენებული შენობის ნებართვის მიღების პროცესი თითქმის 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „ემ. სი. აი პროჯექტის“ დირექტორი აცხადებს, რომ პროექტმა არაერთი შესაბამისი უწყებისა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის ხელში გაიარა. როგორც მოშე ამბობს, კომპანიამ გაითვალისწინა მათი ყველა შენიშვნა და 2015 წელს მშენებლობის ნებართვა მიიღო. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული შენობა მთლიანად მორგებულია თბილისის ისტორიული უბნის ლანდშაფტს და აკმაყოფილებს განაშენიანების ყველა კრიტერიუმს.


„ყველა ქალაქი, მათ შორის ისტორიულიც, დინამიური სტრუქტურაა, ვითარდება. მირზაშაფის ქუჩაზე განხორციელებული პროექტი სწორი რეაგირება და გამოძახილია ქალაქის ცხოვრების ახალ რიტმზე. ეს იყო ჩვენი კომპანიის და საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - აცხადებს იციკ მოშე.


იციკ მოშე „კომერსანტის“ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ განთავსებულ სტატიასაც ეხმაურება და ამბობს,  რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 8 მარტის  უარი  შეეხება სხვა საკადასტრო ტერიტორიას, კერძოდ, მირზაშაფის პარალელურ, ბააზოვის ქუჩაზე მდებარე, კომპანიის მიერ მოგვიანებით შეძენილ სამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვას.


„კომპანიის მიერ მოთხოვნილი ეს ნებართვა არ უკავშირდება მირზაშაფის ქუჩაზე სახელმწიფოს ნებართვით უკვე აშენებულ სასტუმროს შენობას. ბააზოვის ქუჩაზე ამჟამად 20-25 წლის წინათ აშენებული 2-3-სართულიანი ბარაკული ტიპის შენობებია, რომელთაგან რამდენიმე კომპანიამ მოსახლეობისგან შეისყიდა. ბარაკების ადგილას დაგეგმილი ასევე 2-3-სართულიანი მშენებლობა რეკრეაციული ზონით, ორგანულად უნდა შეერწყას მირზაშაფის ქუჩაზე აშენებულ სასტუმროს. ბუნებრივი და გასაგებია საბჭოს წევრების პოზიცია და, ტრადიციულად, მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი შენიშვნები. მით უფრო, საბჭოს წევრები გვირჩევენ, რომ სამუშაოები ფრთხილად უნდა წარიმართოს. ლაპარაკია მოცულობების შემცირებაზეც. ჩვენ ახლა მთავარი არქიტექტორის მონაწილეობით სპეციალისტებთან აქტიურად ვმუშაობთ პროექტის დახვეწაზე, რადგან მსგავსად მირზაშაფის ქუჩისა,  ბააზოვის ქუჩაზეც ჩვენი მშენებლობა უნდა გამოირჩეოდეს მაღალი არქიტექტურული ხარისხით. ვინაიდან ძველი უბანი ნიშნავს მრავალფეროვნებას, როგორც ყოველთვის, მზად ვართ, ამ მრავალფეროვნებაში უზრუნველვყოთ ძველისა და ახლის ჰარმონიული თანაარსებობა“, - განუცხადა „კომერსანტს“ იციკ მოშემ.



საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ობიექტით თბილისს ტურისტულ ზონაში უახლოეს წლებში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ობიექტი შეემატება. იციკ მოშეს განმარტებით, მსოფლიო პრაქტიკით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა ტურისტული ატრაქციებითა და მაღალი კლასის სერვისით. როგორც ის ამბობს, კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტის“ ეს ობიექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში შემავალი კომპანიები, მათ შორის კომპანია „ემ. სი. აი პროჯექტი“, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.  საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი გვიყვბეა, რომ „ემ. სი. აი პროჯექტი“ მხარში უდგას მისი კუთვნილი ტერიტორიის მეზობლად, მირზაშაფისა და ბააზოვის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს. მოშე ამბობს, რომ კომპანიამ ხუთი ოჯახისგან გამოისყიდა ამორტიზებული ბარაკები და შესაბამისი წესების დაცვით, მეზობლად ზოგიერთ სახლსაც გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარა.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, ბიზნესპალატის წევრი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა შენარჩუნება და მასზე ზრუნვა. იციკ მოშეს განმარტებით, ეს  განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანასა და ქალაქში, როგორიც საქართველო და თბილისია, რომლებიც გამორჩეულია მულტიკულტურით.

 

„თბილისის ისტორიული უბანი ქალაქის კულტურული კაპიტალია  და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ საფრანგეთისა და ისრაელის გამოცდილების საფუძველზე შექმნა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული კულტურული ელემენტების შენარჩუნებით ასეთი ძველი უბნების განვითარებას ითვალისწინებს. ბიზნესპალატის წევრი კომპანიების მიერ ქალაქში შექმნილი პრემიუმ კლასის ობიექტები სპეციალისტთა სამართლიანი შეფასებით, ორგანულად ერწყმის ისტორიული ქალაქის ტრადიციას. ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა იმ ოფიციალურ უწყებასთან, რომლებიც მუშაობენ უნიკალური კულტურული გარემოს განვითარებაზე“, - აცხადებს იციკ მოშე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up