თბილისის ისტორიულ უბანში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე დედაქალაქის მთავრობამ ინვესტორს უარი უთხრა

თბილისის ისტორიულ უბანში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე დედაქალაქის მთავრობამ ინვესტორს უარი უთხრა

access_time2021-05-06 12:00:02

თბილისის ისტორიულ უბანში, სადგურის მოედანზე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე დედაქალაქის მთავრობამ ინვესტორს უარი უთხრა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია არქიტექტურის სამსახურმა გაითვალისწინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო ნაგებობის მოცულობა, სიმაღლე და გაბარიტი არ არის მიზანშეწონილი აღნიშნული უბნის ისტორიული განაშენიანებისთვის.

 



ფიროსმანისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა პირველად 2016 წელს მოითხოვეს, თუმცა მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი განუხილველი დარჩენილიყო. იქედან გამომდინარე, რომ ტერიტორია ისტორიულ ზონაშია, დამკვეთს დაევალა წარმოადგინა ისტორიული კვლევა და სრულყოფილი დასაბუთება, რისი წარმოდგენის შემდეგაც საკითხი სპეცნებართვის ფარგლებში იქნებოდა განხილული.

 




მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შემდეგი მცდელობა ფრიდონ გოგალაძეს 2019 წლის იანვარში ჰქონდა. დამკვეთის განცხადება მერიამ არც ამჯერად დააკმაყოფილა. უწყებაში განმარტეს, რომ ტერიტორია მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ში და და სატრანსპორტო ზონა 1 - ში.  დედაქალაქის მთავრობაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ზონაში ობიექტის საცხოვრებელი ფუნქციით დატვირთვა საჭიროებდა სპეციალურ შეთანხმებას. შესაბამისად, საკითხი განხილულ უნდა ყოფილიყო ურბანულ სამსახურში, რისთვისაც საჭირო იყო ახალი განაცხადის ატვირთვა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მსჯელობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე.

 



2019 წლის მაისში ფრიდონ გოგალაძემ განაცხადი კიდევ ერთხელ შეიტანა. თუმცა საკითხი არქიტექტურის სამსახურმა არც ამჯერად განიხილა, მიზეზი ამჯერად არასრულყოფილი დოკუმენტაცია იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ დამკვეთს ამჯერად წარდგენილი ჰქონდა წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, სადაც წერია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე მონიშნულია გარევაჭრობისთვის და სხვა დანიშნულებისთვის განკუთვნილი უსახური შენობა ნაგებობები, რომლებიც არაურბანული, ქაოსური და მოუწესრიგებელი ნაშენებია. აღნიშნული ფუნქციით დატვირთული სივრცე ასევე ანტისანიტარიის კერას შექმნიდა. ყოვლად მიუღებელი  მსგავსი სივრცის არსებებობა ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში.

 



არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო არქიტეტურის სამსახურმა  დამკვეთს,  ოთარი მჭედლიშვილს, 2020 წელსაც  უარი  უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთმა ხარვეზები გამოასწორა, მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ  რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხი არ დაკმაყოფილდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up