თბილისის ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება

თბილისის ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება

person access_time2016-02-02 09:09:14

რომელი ფარმაცევტული და მსუბუქი მრეწველობის კომპანიები დაინტერესდნენ ზონაში ინვესტირებით, ამის შესახებ ცნობილი თებერვლის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება „კომერსანტთან" ზონის ადმინისტრატორ კომპანია შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, ზონის ოფიციალური პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება. რომლის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება კომპანიების გაგება, ვინც ზონაში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ტაბიძე განმარტავს, რომ აქამდე ზონას არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ განუხორციელებია იმისთვის, რომ ინვესტორები მოეზიდა.

 

„როდესაც ზონის პრეზენტაცია ოფიციალურად მოხდება, უცხოელი და ქართველი ბიზნესმენებისთვის მოხდება გარკვეული წინადადებების შეთავაზება, რაც გაზრდის ზონაში ინვესტირებით დაინტერესებულთა რიცხვს. აქამდე ვინც დაინტერესდა, იმან თავად მოგვძებნა"-განაცხადა ტაბიძემ.


შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.


 

ზონაში ასევე გაიხსნა ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა და შემოყვანა.


წინასწარი გათვლებით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.


„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკი" BitFury Group-ის შვილობილი კომპანიაა. BitFury (www.bitfury.org) მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (ინფრასტრუქტურაში იგულისხმება: დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს.


BitFury-ის ოფისები განთავსებულია სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონგ-კონგში, ლონდონსა და ამსტერდამში, საპროცესინგო ოპერაციებს კი აწარმოებს საქართველოსა და ისლანდიაში.


2014 წლის ივლისში კომპანიამ გორში განათავსა ბიტკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი (20 მგვტ სიმძლავრის). პროექტი განხორციელდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობით.



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up