თბილისის Hilton-ში  ევროპული ბრენდის კაზინო განთავსდება

თბილისის Hilton-ში ევროპული ბრენდის კაზინო განთავსდება

access_time2018-02-05 13:00:19

თბილისში, Hilton-ის  სასტუმროში, რომელიც კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას აშენდება, ცნობილი ევროპული ბრენდის კაზინო განთავსდება. ამის შესახებკომერსანტსსაინვესტიციო კომპანიაგრანატისდამფუძნებელმა მერაბ ჩიხრაძემ განაცხადა.


მისი განცხადებით, ამ ეტაპზე  კაზინოს ბრენდთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამიტომ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ მსოფლიოში ცნობილი ევროპული ბრენდი იქნება“- აღნიშნავს ჩიხრაძე.

 

 როგორც ცნობილია, სასტუმრო   Hilton-ის    მშენებლობას საძირკველი რამდენიმე დღის წინ ჩაეყარა. საზეიმო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

როგორც ცნობილია სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

 




მერაბ ჩიხრაძის ინფორმაციით, ეს არ იქნება Hilton-ის სტანდარტული შენობა და მასში ორი ეპოქის - ისტორიული და თანამედროვე ნაწილის შერწყმა მოხდება.



„ ეს არის ექსკლუზიური  პროექტი, რადგანაც ძველ ისტორიულ შენობას ვინარჩუნებთ. ამასთან, თანამედროვე ელემენტებიც გვექნება და ერთმანეთს ორი ეპოქა შეერწყმება. ეს არ იქნება სტანდარტული Hilton-ი, რომელიც ძირითადად მსოფლიოშია გავრცელებული. ჩვენი პროექტი დიზაინზე ორიენტირებულია. დიზაინი მსოფლიოში ძალიან ცნობილმა არქიტექტორმა პიერო ლისონმა გააკეთა. სასტუმრო საინტერესო იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - აღნიშნავს ჩიხრაძე.


მისი თქმით, კონსტრუქციის ის დეტალები, რომელიც სამინისტროს შენობაშ იყო, დაკონსერვდა და ახალ შენობაში გამოყენებული იქნება. „ძველი დეტალების, მათ შორის ვიტრაჟების, რაც ამ შენობაში იყო, აღრიცხვა და კონსერვაცია მოხდა, რომ მშენებლობის დროს არ დაზიანებულიყო. როცა დრო დადგება, ყველაფერი ხელახლა დამონტაჟდება და ის ისტორია, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობას, თავიდან ბოლომდე შენარჩუნდება“, - აცხადებს მერაბ ჩიხრაძე.


მისივე ინფორმაციით, Hilton-ის სასტუმრო ცხრასართულიანი იქნება, მასში 200 ნომერი, რესტორანი, ღია აუზი, შეხვედრების ოთახი, ბოლო სართულზე კისქაი ბარიგანთავსდება: „იქნება როგორც სტანდარტული და ლუქსის ტიპის ნომრები, ასევე, საპრეზიდენტო ნომერი"-აცხადებს ჩიხრაძე. 


რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, მისი თქმით პროექტი 45 მილიონი ევროს ოდენობის არის.

 

„დაახლოებით 20 მილიონამდე ევრო უკვე დახარჯული გვაქვს. მშენებლობა დაწყებულია. ძველი შენობა, რომელიც 90-იან წლებშია აშენებული, მისი გამაგრებაც უკვე დასრულდა. ასევე, 50 000 კუბური მეტრი კლდის მოხსნა მოხდა, რომ ქვედა სართულებზე პარკინგები გავაკეთოთ“, - აცახდებს მერაბ ჩიხრაძე.

 

Hilton-ის ბრენდის სასტუმრო თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში აშენდება. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „Hilton თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია BBC იქნება, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს,. პროექტის თანახმად, ამ ეტაპზე, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“  არაერთხელ  წერდა. გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს  მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

 

კორპორაცია Hilton-სა და კომპანია Granat Georgia-ს შორის კონტრაქტს ხელი 2016 წლის ნოემბერში მოეწერა. 2015 წელს კომპანია Granat Georgia-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.

 

ბრიტანული „გრანატი“ კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც აქტივები სხვადასხვა მიმართულებით აქვს. კომპანიას ოფისები აქვს ლატვიაში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის დამფუძნებლის მერაბ ჩიხრაძის თქმით, აღნიშნული სასტუმრო „გრანატის“ მესამე პროექტია საქართველოში.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up