თბილისის გენგეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი ტერიტორიების ჩამონათვალი განისაზღვრა

თბილისის გენგეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი ტერიტორიების ჩამონათვალი განისაზღვრა

access_time2018-07-05 10:31:20

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, დოკუმენტის ძირითად მოცემულობებთან შეუთავსებელი და სარევიზიო ტერიტორიების ჩამონათვალი განისაზღვრა.თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, შეუსაბამო ტერიტორიებია: გლდანის ტბის მიმდებარედ, აგრარული უნივერსიტეტის უკან, ვაშლიჯვარში და ჟვანიას ქუჩის ბოლოში არსებული ტერიტორიები.



რაც შეეხება სარევიზიო ტერიტორიებს, ესენია: ა) გლდანი-მუხიანი, ხევძმარის ხევში არსებული განვითარებები. სარევიზიოა პროექტით გათვალისწინებული კოლექტორის თავზე მშენებლობის საკითხი; ბ) დიდი დიღომი, რაგბის კომპლექსის მიმდებარედ, წოწორას ხევის მახლობლად; გ) მეტრო სარაჯიშვილის დასავლეთით, მაგისტრალის მიმდებარედ - სარევიზიოა პროექტით გათვალისწინებული ჭარბი ინტენსიობის საკითხი; დ) ლისის ტბის მიმდებარედ - სარევიზიოა პროექტების შესაბამისობა ტერიტორიაზე დასამუშავებელი ჩარჩო გეგმის მიზნებთან; ე) უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ჩრდილოეთით (შესასწავლია საცხოვრებელი ობიექტების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსოლაციის და ბუნებრივი განათებულობის მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობა); ვ) თბილისის ზღვის მიმდებარედ (გადასახედია პროექტების მიმართება დაცვით და სანიტარულ არეალებთან, კერძოდ, შესაფასებელია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ ჰიგიენურ-სანიტარიულ ნორმებთან და მოქმედ გარემოსდაცვით შეზღუდვებთან); ზ) კოჯორი-შინდისის მიმდებარედ (სარევიზიოა პროექტებით გათვალისწინებული საინჟინრო და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები); თ) კრწანისის რაიონი (სარევიზიოა საპროექტო გადაწყვეტებით ტერიტორიაზე არსებული გეოდინამიკური საფრთხეების გათვალისწინების საკითხი); ი) ყოფილი მევენახეობის მიმდებარედ (გადაიხედოს „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის მიდგომებთან მიმართებით. გაანალიზდეს მდინარე დიღმის წყლის მიმდებარე ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქციით დატვირთვის შესაძლებლობა და საპროექტო სივრცის განაშენიანების ინტენსივობის ქალაქგეგმარებით წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის საკითხი). კ) ნადიკვარის ქუჩის მიმდებარედ (გადაიხედოს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით გათვალისწინებული განვითარებითი მიმართლებების შესაბამისობა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის მოთხოვნებთან).



აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო და მერია უფლებამოსილნი არიან, მოახდინონ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილ შეუსაბამო ტერიტორიებზე მოქმედი არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების რევიზია, რათა ტერიტორიების შემდგომი განვითარება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ ზონირებით და შინაარსობრივ მოცემულობებთან თავსებადობაში მოვიდეს.



თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.


IPN





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...


მსგავსი სიახლეები

up