თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა  გაიმართება

თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

access_time2020-11-19 16:50:47

თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



„26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, გარდენ-ჰოლის სივრცეში (ეზოს მხრიდან), თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.



შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.




აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილება.



თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო კონსულტაციაზე იწვევს. შეკრების მიზანია, მოქალაქეებმა ხელისუფლების ორგანოებისგან სრული ინფორმაცია მიიღონ. ასევე, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, პირადი პოზიცია დააფიქსირონ და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ.



ადგილზე კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ, ყველა რეგულაცია იქნება დაცული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up