თბილისის ცირკის შენობა უკვე მეხუთე წელია ვერ იყიდება - 2021 წლის სეზონიც წარმოდგენების გარეშე ჩაივლის

თბილისის ცირკის შენობა უკვე მეხუთე წელია ვერ იყიდება - 2021 წლის სეზონიც წარმოდგენების გარეშე ჩაივლის

access_time2021-06-08 12:00:04

პატარკაციშვილების ოჯახი თბილისის ცირკის შენობას უკვე მეხუთე წელია ყიდის, თუმცა მყიდველი ობიექტს ამ დრომდე არ გამოუჩნდა. საბროკერო კომპანია Colliers International Georgia-მ ისტორიული ობიექტი მრავალფუნქციური განვითარების პოტენციალით გასაყიდად 2017 წლის ოქტომბერში გამოიტანა. როგორც ცოტა ხნის წინ Colliers-ში „კომერსანტს“ განუცხადეს, კომპანია უკვე აღარაა დაკავებული ცირკის შენობის გაყიდვით, თუმცა მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავეს.


შენობის მფლობელმა მზია პატარკაციშვილმა განგვიმარტა, ცირკის გაყიდვასთან დაკავშირებით წლების შემდეგაც არანაირი წინსვლა არ ყოფილა და სიტუაცია უცვლელია.


ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის 5 სართულიანი ნაგებობა, რომლის საერთო ფართი  4,750 კვ.მეტრია, პატარკაციშვილების ოჯახს ეკუთვნის, როგორც ცნობილია ცირკის სტატუსის შეცვლა არ შეიძლება, რაც აბრკოლებს პოტენციურ მყიდველს დაინტერესებისგან.


ცირკი ამ დრომდე მინიმალურად დატვირთული და ფაქტობრივად წამგებიანი ობიექტია, პანდემიის გამო კი წარმოდგენები კარგა ხანია აღარ ტარდება.


"ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წლის საგაზაფხულო სეზონიც ცირკის-ის გარეშე ჩაივლის.


მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და წარმოდგენების ჩატარებას ახლა მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დაგეგმილი წარმოდგენები.



ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი არტისტების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.


დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2021 წლის შემოდგომის სეზონზე ჩავატარებთ წარმოდგენებს," _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ცირკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.


ფოტო: ambebi.ge

ცირკი 1939 წელს აშენდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2017 წელს, როცა პატარკაციშვილების ოჯახმა ცირკი გასაყიდად გამოიტანა, Colliers International Georgia-ში აცხადებდნენ, რომ მისი ფასი 18 მლნ დოლარი იყო.


მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში ძმებმა ნიკიტინებმა გოლოვინსკის პროსპექტზე ააშენეს ცირკის შენობა რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწვა. 1914 წელს ესიკოვსკიმ მეორე შენობა ააშენა ახლანდელი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე.


30 იან წლებში თბილისის ორივე ცირკი სახელმწიფო ცირკების გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდა.


ასევე დაიწყო კაპიტალური ცირკის მშენებლობა რომელიც 1939 წლის ბოლოს დასრულდა. 1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება, რომლის დირექტორი ცნობილი მომღერალი და ველოსიპედისტი ლადო კავსაძე იყო.

 

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
ცირკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up