თბილისის ცენტრში სამშენებლო შეზღუდვები წესდება – დეველოპერები გაურკვევლობაში არიან

თბილისის ცენტრში სამშენებლო შეზღუდვები წესდება – დეველოპერები გაურკვევლობაში არიან

person access_time2016-05-10 12:30:27

თბილისის ცენტრალურ უბნებში K2 კოეფიციენტის გაზრდა, რომელიც შენობის სიმაღლესა და სართულების რაოდენობას განსაზღვრავს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე იზღუდება. 


რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.აღნიშნული შეზღუდვის ამოქმედების შესახებ საკრებულო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს.


გამომდინარე იქიდან, რომ გენგეგმის შემუშავების ვადები ამ დრომდე გაურკვეველია, დროებითმა შეზღუდვამ  შესაძლოა არაერთ დეველოპერს განუსაზღვრელი ვადით პრობლემები შეუქმნას. თბილისის ქაოტური განაშენიანება დედაქალაქის ერთერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, თუმცა აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა პრობლემები  შეუქმნას კეთილსინდისიერ დეველოპერს, რომელსაც კანონიერი გზით, ქალაქისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე სურს მშენებლობა. 


სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნული შეზღუდვების შედეგად მშენებლობის შეფერხებას არ გამორიცხავენ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რეგულაციებს ეთანხმებიან. ახალმა შეზღუდვებმა მათ შორის გაურკვევლობაც კი გამოიწვია. 



მაგალითად, კომპანია „ჯი დი ჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, იქმნება სამსახური, რომელიც ყველა პროექტს ინდივიდუალურად განიხილავს და თუ ის მოქმედ სტანდარტებში ჩაჯდება, კოეფიციენტის გაზრდაზე ნებართვას გასცემენ. წაქაძე ამბობს, რომ თუ მსგავსი პროცესები მართლაც დაიწყო და გამონაკლისები დაუშვეს, მაშინ ამ რეგულაციის დაწესებას აზრი არ აქვს. მისივე შეფასებით, ზოგადად, თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეზღუდვა მშენებლობის პროცესს ხელს მეტნაკლებად შეუშლის, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამშენებლო ბაზარს დაალაგებს, რაც წაქაძის თქმით, აუცილებელია.



მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო ბაზარზე გაურკვეველი ხალხი და კომპანიები შემოვიდა, ანუ ისინი, ვისაც მშენებლობაში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ. დედაქალაქის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები კი ასეთ კომპანიებს გაცხრილავს და ბაზარი ბუნებრივად დარეგულირდება.




„ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დეველოპერი რაც უფრო მაღალ შენობას ააშენებს, მით უფრო მომგებიანია მისთვის. ბოლო პერიოდში ქალაქში ბინების ფასები შემცირდა. ეს რეგულაციები კი ბინებზე ფასებსაც გააძვირებს. რაღაც მომენტში დავზარალდები, მაგრამ ეს დროებითი იქნება, შემდეგ კი ეს ზარალი 2-3-ჯერ ანაზღაურდება. ბაზარზე ნორმალური მოთამაშეები დარჩებიან. ჯანსაღი კონკურენცია იქნება. "-აცხადებს წაქაძე.



თბილისის მერიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მეტნაკლებად სწორად თვლის დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის" დამფუძნებელი ილია წულაია. მისი განმარტებით, უფრო სწორი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო არსებული მოდელი. ანუ, როდესაც მერიის შემადგენლობაში არსებული საბჭო ინდივიდუალურად განიხილავდა K2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხს და ნებართვებსაც ინდივიდუალურად გასცემდა.


წულაია ამბობს, რომ K2 კოეფიციენტის გაზრდის შეზღუდვა უფრო დააზარალებს მოსახლეობას, ვიდრე დეველოპერულ კომპანიებს. კერძოდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცენტრალურ და ძველი თბილისის უბნებში ცხოვრობს, მათთან ინვესტორის მისვლა და ფართების შეთავაზება საინტერესო აღარ იქნება, რადგან შეზღუდული იქნება განაშენიანების მოცულობა.


დეველოპერული კომპანია „რედკოს"  პროექტების მენეჯერ მალხაზ კუნელაურისთვის გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა დედაქალაქის მთავრობამ ასეთი ტიპის რეგულაციების დაწესება. მისი თქმით, რეგულაციები არ არის ამ შემთხვევაში საკმარისი ფორმა გარკვეული მიზნის მისაღწევად. მისივე განცხადებით, ეს რეგულაციები ახლაც არსებობს და აქამდეც არსებობდა. ანუ, საბჭოს, რომელიც K2 კოეფიციენტს ზრდიდა, ისედაც შეეძლო, რომ არ გაეზარდა აღნიშნული კოეფიციენტი.


„ეს იყო სამსჯელო საკითხი, რომელიც ინდივიდუალურად განიხილებოდა. ამიტომ, საკუთარი თავისთვის იმის აკრძალვა, რაც ისედაც შეეძლოთ, რომ არ გაეკეთებინათ, არ ვიცი რამდენად სწორია. ვნახოთ, რა განსხვავებულ შედეგს მოიტანს"-აცხადებს კუნელაური.


მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ქალაქის განტვირთვის და დარეგულირების მომხრე ყველაა, მათ შორის ბიზნესიც. უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული წინაღობების შემქმნელი, რომ მან ხელი შეუშალოს ბიზნესის განვითარებას. კუნელაური აცხადებს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ბიზნესის შეზღუდვის ხარჯზე. 


„მიმაჩნია, რომ ქალაქში უნდა იყოს სამშენებლო რეგულაციები, თუმცა, ისეთი რომ მშენებლობებით არავინ შეწუხდეს და ასევე, არ იყოს ბიზნესისთვის დამაზიანებელი. სამომავლოდ, ეს რა შედეგს გამოიღებს არ ვიცი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეგულაციები ბიზნესზე ნეგატიურად არ აისახება"-აცხადებს კუნელაური.


მისივე განმარტებით, ამ შეზღუდვის პირობებში ბიზნესისთვის აქტუალურია, რამდენად საინტერესო იქნება კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, რადგან განაშენიანების არსებული კოეფიციენტები მომატების გარეშე არ იძლევა მოცულობითი მშენებლობის საშუალებას.


„მე არ მინდა ისეთი შეფასება გავაკეთო, რომ ამით ბიზნესი დაზარალდება. ბიზნესი უნდა მოერგოს სწორ რეგულაციას და ამავდროულად მისი წახალისებაც მოხდეს. ამ შემთხვევაში რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. ცენტრალური უბნები მართლაც გადატვირთულია და სამშენებლო განვითარება აქ უფრო ფაქიზად და ნაკლებ სტიქიურად უნდა მოხდეს. აკრძალვა ბიზნესისთვის კარგი არ იქნება. ამის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ის, რომ ყველა ინდივიდუალური ქეისი განხილული ყოფილიყო მაღალი დისკრეციის და საზოგადოებრივი ჩართულობის ფარგლებში და გადაწყვეტილება ისე ყოფილიყო მიღებული. ასე გაეფილტრათ კომპანიებიც და მშენებლობებიც"-აცხადებს კუნელაური.



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up