თბილისის ცენტრში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება  (ფოტოები)

თბილისის ცენტრში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება (ფოტოები)

access_time2020-06-08 11:30:30

თბილისის ცენტრში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტს ქავთრაძის ქუჩაზე „ნიუ გრუპ ქავთარაძე“ აშენებს, პროექტის დამკვეთი ლაშა ბაგრატიონია. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გასული წლის ნოემბერში მიიღო, ახლა „ნიუ გრუპ ქავთარაძე“ თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს ათანხმებს.

 



საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი 2 854 კვ.მ-ს  შეადგენს, განაშენიანების ფართობი 2 122 კვ.მ ხოლო საერთო ფართობი 13 605 კვ.მ აქედან საცხოვრებელი ფართი 5 171 კვ.მ უკავია, საოფისე ფართს 1 207 კვ.მ შეადგენს ხოლო კომერციული ფართის ოდენობა 1 706 კვ.მ-ია. მრავალფუნქციური კომპლექსში 1786 კვ.მ საზაფხულო ფართს დაეთმობა.

 

არქიტეტქურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შენობა 11 მიწისზედა  და 2 მიწისქვეშა სართულისგან შედგება. მიწისქვეშა სართულზე -განთავსებულია კომერციული ფართი. პირველ სართულზე განთავსებულია ასევე კომერციული ფართი. კომპლექსში ცალკე განთავსებულია 3 სართულიანი კომერციული ბლოკი და ცალკე 11 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკი. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ბოლო ნაწილში გათვალისწინებულია შენობაში შემოსასვლელი საავტომობილო გზის და  მინუს -2 სართულზე პარკინგების მოწყობა.

 




განმარტებით ბარათში წერია, რომ სტრუქტურული ნაწილი გაძლიერებული ბეტონისაა  (კარკასული შენობა), შემავსებლად გამოყენებულია სამშენებლო ბლოკი. შენობის ქუჩის მხარეს ფასადი მოპირკეთდება  მუქი და ღია ნაცრისფერი ტრავენტინის ქვით, ასევე ფასადის ნაწილები გაილესება და მოპირკეთდება ბეტონის ფაქტურით. ფასადზე კარ-ფანჯარა შესრულებული იქნება შავი ალუმინის მინა-პაკეტით. შენობის საძირკვლის ტიპი იქნება ფილა.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიწის ნაკვეთი არსებული დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად  კეთილმოეწყობა, დაირგვება ახალი ნარგავები და მოეწყობა მწვანე მოლი.  ნაკვეთზე გაჩნდება მხოლოდ 6  საპარკინგე ადგილი აქედან ერთი ავტოსადგომი გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვის.

 



ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ „ნიუ გრუპ ქავთარაძე“ ბაზარზე 2010 წელს დარეგისტრირდა თუმცა კომპანია „შპს იმერიონის“ სახელით ოპერირებდა. სარეგისტრაციო ცვლილება 2019 წელს განხორციელდა. დღეს კომპანიის დირექტორი ლაშა ბაგრატიონია, ხოლო წილის 99.9 %-ს მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ნიუ გრუპ, 0.1%-ს კი ლუდმილა შახბაზიანი ფლობს.




თავის მხრივ შპს ნიუ გრუპის დირექტორიც ლაშა ბაგრატიონია, წილის მმართველები კომპანიაში შემდეგნაირადაა გადანაწილებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თი ელ ჯი 55%, მზია მაღალაშვილი 45%.


შპს თი ელ ჯი-ის დირექტორი და ამავდროულად 100% წილის მფლობელი კი ბექა სურამელია.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up