თბილისის ცენტრში „ამერი დეველოპმენტი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

თბილისის ცენტრში „ამერი დეველოპმენტი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

access_time2020-06-05 18:00:22

თბილისის ცენტრში, ჭილაძის ქუჩაძეზე სასტუმრო კომპლექსი შენდება. პროექტი მოიცავს ორი ბლოკისგან შემდგარ სასტუმრეობს „holiday inn express“-სა და „ameri plaza“-ს. პროექტის დამკვეთი შპს „ამერი დეველოპმენტია“.


კომპანიაში მშენებლობის დეტალებზე საუბარი არ სურთ, თუმცა, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია აღნიშნული ტერიტორია „ამერი დეველოპმენტმა“ 2018 წელს ელექტრონულ აუქციონზე შეისყიდა. 3668 კვ.მ თბილისის ცენტრში ეკონომიკის სამინისტრომ 3 800 000 ლარად გაასხვისა. 2 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით „ამერი დეველოპმენტი“ ვალდებული იყო 42 თვის ვადაში ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80 ნომრის მქონე სასტუმრო აეშენებინა. საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ ათი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდებულიყო.




თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გავარკვიეთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ა ბლოკის მშნებლობის ნებართვა „ამერი დეველოპმენტმა“ 2018 წელს მიიღო. ხოლო ბ ბლოკის მშენებლობის ნებართვა 2019 წელს.


განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, რომ ორი ბლოკისგან შემდგარი სასტუმროს კომპლექსში  120 ნომერი მოეწყობა. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 3668 კვ.მ-ს  შეადგენს. ა ბლოკის განაშენიანების ფართობი 707 კვ.მ- ია ხოლო ბ ბლოკის 660 კვ.მ. ა ბლოკის სერთო ფართობი 6148 კვ.მ- ია, ბ ბლოკის კი 5177 კვ.მ. სასტუმროს ნომრების ფართობი  კი 3130.6 კვ.მ- ს შეადგენს.




დოკუმენტში წერია, რომ ა ბლოკი, 12 მიწისზედა  და 1 მიწისქვეშა სართულისგან შედგება. მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია კაფე-რესტორანი და სამზარეულო, პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ღვინისა და სუვენირების მაღაზია და მათი ადმინისტრაცია. მეორე სართულზე ნიშნულზე განთავსებულია ტურისტული, მომსახურების და სარეკლამო სააგენტოები, ასევე ადმინისტრაცია და სათათბიროები.


ასევე ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი კეთილმოეწყობა, დაირგვება ახალი ნარგავები და მოეწყობა მწვანე მოლი. ასევე ნაკვეთზე გაჩნდება ავტოსადგომები, სულ 13 საპარკინგე ადგილი აქედან ერთი ავტოსადგომი გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვის.




ოფიციალურ დოუმენტში ვკითხულობთ, რომ სტრუქტურული ნაწილი გაძლიერებული ბეტონისაა, შემავსებლად გამოყენებულია სამშენებლო ბლოკი. შენობის ქუჩის მხარეს ფასადი მოპირკეთდება აგურით, მუქი და ღია ნაცრისფერი ტრავენტინის ქვით, ასევე ფასადის ნაწილები გაილესება და მოპირკეთდება ბეტონის ფაქტურით. ფასადზე კარ-ფანჯარა შესრულებული იქნება შავი ალუმინის მინა-პაკეტით. შენობის საძირკვლი იქნება ფილით.




რაც შეეხება ბ ბლოკს, ბანერის მიხედვით, შენობა 11 სართულიანი იქნება. არქიტექტურის ვებ გვერდზე ატვირთულია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ამერი დეველოპმენტმა“ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, მოთხოვნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დააკმაყოფილა, კომპანიამ კი 2 კოეფიციენტის მომატებაში 40 000 ლარამდე გადაიხადა.



 

„ამერი დეველოპმენტი“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას 2020 წელს დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ პროექტი „სტუდია 9“ მოამზადა, მთავარი არქიტექტორი კი მამუკა ჩხაიძეა.

 


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up