თბილისის ახალ ზოოპარკში 9 ჰექტარზე აფრიკული სავანა გაშენდება

თბილისის ახალ ზოოპარკში 9 ჰექტარზე აფრიკული სავანა გაშენდება

access_time2021-05-21 13:30:43

როგორც ცნობილია, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკი ეტაპობრივად ცდილობს ახალი ბინა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდოს. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე განმარტავს ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია და ამჟამად აშენებულია დიდი ავიარიუმი, ლეშიჭამია ფრინველებისთვის. პანდემიიდან და რესურსების არასაკმარისობიდან გამომდინარე, თბილისის ზოოპარკმა  მისამართის შეცვლა წელსაც ვერ მოასწრო. თუმცა უკვე გამოცხადებულია ტენდერი აფრიკული ცხოველებისთვის 9 ჰექტარის ფართობის მქონე სავანის გასაშენებლად, რომელიც გურიელიძის ვარაუდოთ მომავალ წელს დასრულდება. ვოლიერის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მლნ 200 ათასი ლარი და მოიცავს სხვადასხვა შენობა ნაგებობებსაც..


„ავიარიუმი დავასრულეთ, ფრინველები ჯერ არ გადაგვიყვანია. ახლა გამოცხადებული გვაქვს ტენდერები და ცოტა იწელება პროცესი. ვაშენებთ აფრიკულ სავანას, რომელიც იქნება ყველაზე დიდი ვოლიერი ზოოპარკში, მისი ფართობი იქნება 8-9 ჰექტარი. ეს ვოლიერი იქნება აფრიკული დიდი ცხოველებისთვის - ბეჰემოტები, ჟირაფები, მარტორქები, ზებრები და ანტილოპები. ამისთვის გამოყოფილია 2 მილიონ 200 ათასი ლარი. ტენდერში კი როგორც ჩვეულებრივად ხდება პროცესი გაიწელა , ვიღაცამ ფასი დააკლო, ვიღაცამ გაუსაჩივრა და ა.შ. სახელმწიფო გვაფინანსებს, მაგრამ თუ იქნება დამატებითი დაფინანსება, ეს ყველაფერი დაჩარქდება. ეს არ იქნება მხოლოდ ვოლიერი, აქ შენობები განლაგდება და გამოვა საკმაოდ კომპლექსური. როდესაც სავანა დამთავრდება ,მცირედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩავატარებთ და იმედი გავქვს მომავალ წელს ამ ყველაფერს  საბოლოო სახეს მივცემთ.


აფრიკული ცხოველები გვყავს, ასევე უნდა ჩამოვუყვანოთ წყვილები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ზოოპარკებთან, ასევე ჟირაფებზე, ეს ყველაზე რთული იქნება. იმედი გვაქვს რომ მალე შევძლებთ განახლებული ზოოპარკის გახნას.


 ჯერ ადრეა  ზოოპარკში ვიზიტის ფასებზე საუბარი, ვნახოთ გახსნისთვის რა სიტუაცია იქნება. ისეც არ შეიძლება, რომ პირვანდელი ფასი ჰქონდეს იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი შენახვა სჭირდება. აფრიკულ ცხოველებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული პირობები. ბოლოს ალბათ მივიღებთ ისეთ ძვირადღირებულ ზოოპარკს, როგორიც ევროპაშია.

ძველ ტერიტორიაზე ზოოპარკი მუშაობს, სტუმრებიც აქტიურად მოდიან.  ასევე გვინდა ტროპიკარიუმის აშენება ტროპიკული ცხოველებისთვის და ეს საკმაოდ ძვირადღირებული საქმიანობაა თავისი აღჭურვილობით, რომელიც მიკროკლიმატს შეინარჩუნებს,“ - ამბობს გურიელიძე.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up