თბილისის ავტო შოუზე ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯეო ავტო“ ნისანის მოდელებს წარმოადგენს.

თბილისის ავტო შოუზე ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯეო ავტო“ ნისანის მოდელებს წარმოადგენს.

access_time2016-10-14 10:00:36

15 ოქტომბერს ავტობილდის მიერ ორგანიზებულ თბილისის ავტო შოუზე ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯეო ავტო" ნისანის მოდელებს წარმოადგენს. მათ შორის, ნისანის „ბესტსელერი" სრულიად ახალი Nissan X-Trail და ასევე, ნისანის ლეგენდარული მოდელი განახლებული Nissan Patrol.



თბილისის ავტო შოუ ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულის პირველ შაბათ დღეს იმართება მეტეხის ხიდზე დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან იხილონ წარმოდგენილი მოდელები, გაეცნონ მათ მახასიათებლებს, ტექნიკურ პარამეტრებსა და აღჭურვილობას. ასევე გათვალისწინებული იქნება სიმბოლური საჩუქრები, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ავტო შოუზე დასწრება თავისუფალია.



ნისანის სასურველი მოდელების შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ კომპანია „ჯეო ავტო"-ს შოურუმს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, #4-ის მიმდებარედ.




ტელეფონი: 254 10 10;


ნისანის ნებისმიერ ავტომობილზე მოქმედებს უპროცენტო განვადება და ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000კმ.



კომპანია „ჯეო ავტო" - ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -


დაარსდა 2007 წლის დეკემბერში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანის მოდელების მთელი სპექტრი. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.

კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება. დაარსებიდან დღემდე „ჯეო ავტო"-მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ სიახლეს პირდება მომხმარებლებს.


 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up