ათასობით თბილისელი ზამთარში სიცოცხლისთვის საშიში გაზის ღუმელებით თბება

ათასობით თბილისელი ზამთარში სიცოცხლისთვის საშიში გაზის ღუმელებით თბება

access_time2021-10-21 14:00:28

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაზზე მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხოების თემა გააქტიურდა.  ,,თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და არ გამოიყენონ ღია წვის კამერიანი გაზის მოწყობილობა დახურულ სივრცეებში, რაც უბედური შემთხვევის მთავარი გამომწვევი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მხრიდან კონტროლი გამკაცრდა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზაც მეტნაკლებად დაიხვეწა, თბილისის ათასობით მობინადრე ზამთარში სიცოცხლისთვის საშიში გაზის ღუმელებით თბება. კერძოდ, ადგილი აქვს მოქალაქეების მხრიდან გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმის დარღვევებს, რაზეც ,,კომერსანტთან“ ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე საუბრობს.



მისი თქმით, გაზის მოწყობილობების შემოწმებისას ათობით ათასობით შემთხვევაა, როცა მობინადრეები გათბობის მიზნით სიცოცხლისთვის საშიშ გამათბობლებს იყენებენ. კერძოდ, 2019 წელს ასეთი 66 500 შემთხვევა დაფიქსირდა,  2020 წელს - ნაკლები, თუმცა შარშან პანდემიურმა მდგომარეობამ აქტიური კონტროლის  შესაძლებლობა შეასუსტა.



,,კანონმდებლობით განსაზღვრული გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ბინა შემოწმდეს. ყოველდღიურად ჩვენი სპეციალისტები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით დადიან და ამოწმებენ ბინებს უსაფრთხოებას. ზოგ მობინადრესთან სისტემა  წესრიგშია.  სადაც დარღვევებია,  იქ ვხსნით დანადგარებს, ეს არის ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი და გამათბობელი, რომლის განთავსება დახურულ სივრცეში კატეგორიულად აკრძალულია. უბედური შემთხვევების 100% სწორედ ასეთ ტექნიკას უკავშირდება. არ დაფიქსირებულა არ ერთი ფაქტი, რომ დახურული წვის კამერიანი მოწყობილობა  გაზის აფეთქების მიზეზი გამხდარიყო. ამიტომ რეკომენდაციას ვუწევთ თბილისის მოსახლეობას, ასეთი დანადგარები (ღია წვის) არ შეიძინონ, თუ უკვე შეძენილი აქვთ, არ მოიხმარონ და უსაფრთხო ტექნიკით ჩაანაცვლონ“, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.



მისი თქმით,  ძალიან დიდი პრობლემაა  დანადგარების თვითნებურად დაერთება, ყოველგვარი პროექტის და ,,თბილისი ენერჯისთან“  შეთანხმების გარეშე.



,,ხშირად გამაცხელებლებისა და გამათბობლების მონტაჟი ხდება კუსტარულად, კანონმდებლობა ამას კრძალავს. ათიათასობით ასეთი შემთხვევაა, შემოწმებისას ასეთი მოწყობილობების ჩაჭრას ვახდენთ. საკმაოდ გავამკაცრეთ კონტროლი და ამან, შეიძლება ითქვას, შედეგი გამოიღო, შედარებაც არ არის იმ სიტუაციასთან, როგორიც იყო 4-5 წლის წინ, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. 2019 წელს 66 500 არასწორად დაერთებული დანადგარი აღმოვაჩინეთ თბილისის მასშტაბით, რომელსაც შეეძლო იმ მომენტში უბედური შემთხვევა გამოეწვია. 2020 წელს პანდემიამ შეგვიშალა ხელი, სისტემური კონტროლი ვერ განხორციელდა, მაგრამ საკონტროლო გადამოწმება მოხდა. დარღვევების მქონე ოჯახების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მობინადრეების 40%-მა ჩვენი გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ისევ თვითნებურად დაამონტაჟა, ასეთ აბონენტებს სრულად შევუწყვიტეთ გაზის მიწოდება“, - ამბობს ლეფსვერიძე.




კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ,,კომერსანტთან“ ყურადღებას ამახვილებს, უსაფრთხოების დეტექტორია, რაც გაზის გაჟონვის და აფეთქების პრევენციას უზრუნველყოფს.



,,მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ცვლილება და დეტექტორების მონტაჟი სავალდებულო გახდეს. როგორც კი საფრთხე ჩნდება, იგი ავტომატურად კეტავს გაზის მიწოდებას ბინაში. 2009 წლიდან აშენებული კორპუსების 99% დეტექტორებით არის აღჭურვილი, მაგრამ დიდი პრობლემაა ძველ, ე.წ. საბჭოური ტიპის კორპუსებსა და კერძო სახლებში. თვითონ მობინადრეა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, რაც 2014 წელს კანონმდებლობით განისაზღვრა. მაქსიმალურად 100%-ით დაცული ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ გაითვალისწინებენ უსაფრთხოების ზომებს, უბედური შემთხვევების აცილება შესაძლებელია“, - დასძენს ლეფსვერიძე.


მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი დაუდევრობის მაგალითია სულ ახლახან ვარკეთილში დაფიქსირებული შემთხვევა. კერძოდ, ,,თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნულ უბანში, ერთ-ერთ მისამართზე, ბინაში მობინადრეს ღია მდგომარეობაში ჰქონდა დარჩენილი ,,ბრესტის“ ტიპის 4 სანთურიანი გაზქურის ღუმელი.

,,ჩვენს მიერ გადაიკეტა ღუმელის ჩამკეტი ონკანი, ბინაში შემოწმდა მრიცხველიდან გამომავალი დაბალი წნევის 16 მმ-იანი მეტალოპლასმასის გაზშემყვანი და გაზშემყვანზე დაერთებული გაზის დანადგარები, გაზის გადენას ადგილი არა აქვს. აბონენტს ჩაუტარდა ინსტრუკტაჟი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე“, - განმარტავენ კომპანიაში. 



თბილისის მასშტაბით, მსგავსი უამრავი შემთხვევა ფიქსირდება.  ასეთ ფონზე აფეთქებების შემთქვევები მცირე ,,თბილისი ენერჯის“  თანამშრომლების  სწრაფი რეაგირების სამსახურის ხარჯზეა. როგორც გიორგი ლეფსვერიძე აღნიშნავს, ამ შემთხვევებშიც მთავარი გამომწვევი მიზეზი ისევ არასწორი ექსპლუატაცია, თვითნებურად გაყვანილი მილები ან უყურადღებოდ და ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზქურები და გაზის სხვა დანადგარებია. დახურულ სივრცეში დაგროვილი გაზი კი ძალიან სახიფათოა. კერძოდ,  დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია თუ 5-15% მდეა ეს ძლიერ აფეთქებას იწვევს. 15-60% მდე - აალებას. 60% ის ზევით დაგროვილი  გაზი კი არც აალდება და არც აფეთქდება, ვინაიდან რეალურად გაზი მხოლოდ ჰაერთან - ჟანგბადთან შერევისას ხდება სახიფათო. 



გიორგი ლეფსვერიძის თქმით, კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით, პანდემიამ შექმნა პრობლემა იმ მხრივ, რომ ,,თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს, რომლებიც სწორად არიან ეკიპირებული, აღჭურვილი არიან პირბადეებით და მაქსიმალურად იცავენ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებულ უსაფრთხოების სტანდარტს, ყველა აბონენტი არ უშვებს ბინაში, რის გამოც მასიური კონტროლის პრობლემაა. თუმცა, მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში, გაზის მოწყობილობების შემოწმება და მონტაჟი ჩვეულებრივ ხორციელდება.



საჭიროების შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 114, სადაც მათ  განცხადებაზე რეაგირებას მოახდენენ.



ცნობისთვის, „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების 92% სრულად ვაქცინირებულია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up