თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად მესამედ დასახელდა

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად მესამედ დასახელდა

access_time2016-04-08 10:31:42

 

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2016“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მესამედ დასახელდა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯია" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ტირანას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები -  2016 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო  აეროპორტად დასახელდნენ.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს  1.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა - სწორედ მათი გამოკითხვის შედეგად დასახელდა თბილისის აეროპორტი 2016  წელს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ TAV Georgia - ს ოპერირებაში მყოფმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა,  მგზავრების ნდობასთან ერთად  აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტის ტიტული ზედიზედ მესამედ დაიმსახურა .- განაცხადა TAV Georgia - ს გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.

Skytrax  გავლენიანი  ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2010 წელს დუბაიში ჯილდო მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო განვითარებადი აეროპორტი“ ყოფილ დსთ-ის ქვეყნებს შორის, ხოლო 2011 წელს კი ასევე დუბაიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა „საუკეთესო აეროპორტი ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში“.  2011  წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Golden Brand 2011” - ის  ნომინაციაში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სერვისი“ გამარჯვებულად დასახელდა. 2013 წელს კი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „The Routes Airport Marketing Awards”-ზე დასახელდა „როგორც საუკეთესო აეროპორტი მარკეტინგის სფეროში“, 2014 წელს ბარსელონაში, ხოლო 2015 წელს პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards“ დაჯილდოვებებზე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი  ორჯერ გახდა.

 

აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტები

1.      ბუდაპეშტი


2.      ტალინი

3.      კიევის ბორისპოლი

4.      რიგა

5.      ბელგრადი

6.      სოფია

7.      ბრატისლავა

8.      თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

9.      სკოპიე

 

10.  ტირანა

 




რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up