თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჩათვლით, მილიარდ ნახევარს მიაღწევს

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჩათვლით, მილიარდ ნახევარს მიაღწევს

access_time2020-01-15 11:52:26

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.



„2017 წელს დაახლოებით 815 მლნ იყო დედაქალაქის ბიუჯეტი, წინა წლებში კიდევ უფრო ნაკლები. 2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ 900 მილიონამდე გაგვეზარდა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გადააჭარბებდა მილიარდ ლარს და 2019 წელს ასეც მოხდა. წლევანდელი, 2020 წლის ბიუჯეტი არის დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარი. ეს თანხები ძირითადად დაიხარჯება ორი ძირითადი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოწესრიგდეს. დაახლოებით მილიარდ ნახევარი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაგეგმილი პროექტების თაობაზე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებშიც არის განსხავებული და მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათი ჩართულობა, განხილვები სხვადასხვა პროექტის თაობაზე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები - რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში, რომ პირველ რიგში გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ადგილობრივების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერის თქმით, 2020 წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.



„ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს. იქნება გარკვეული დისკომფორტი, თუმცა სხვანაირად წარმოუდგენელია სამუშაოების წარმოება. თუ მიწა არ გადაითხარა და ძირეულად არ ჩავატარეთ სამუშაოები, ხვალ-ზეგ ისევ გასაკეთებელი იქნება. მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას ყველა იმ მსხვილი და მასშტაბური პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up