თბილისიდან თელავში გადაბარგებული ოსტატის მიერ დამზადებული ხის კასრები, რომლებიც ტურისტებს აღაფრთოვანებს

თბილისიდან თელავში გადაბარგებული ოსტატის მიერ დამზადებული ხის კასრები, რომლებიც ტურისტებს აღაფრთოვანებს

access_time2020-01-26 13:00:41

გიორგი ბოჭორიძე წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ოთხი წლის წინ გადაწყვიტა, თელავში გადასულიყო საცხოვრებლად.

მუშაობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პარალელურად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების შესანახად ამზადებს სხვადასხვა მოცულობის კასრებს. მომავალში გეგმავს, თავისი ხელით დამზადებულ კასრებში საკუთარი წარმოების სასმელი ჩამოასხას. - ოთხი წელია, თელავში გადავედი საცხოვრებლად. სამსახურის გარდა მაქვს ჰობი, რომელიც დამატებით შემოსავლის წყაროდ ვაქციე. ყოველთვის მიყვარდა და შინაგან სიმშვიდეს მანიჭებდა ხეზე მუშაობა, ამიტომ ამ მიმართულებით განვავითარე ჩემი ნიჭი. ვამზადებ ხის პატარა კასრებს, სადაც შესაძლებელია, როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების შენახვა. მერვე წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. კასრებს იყენებენ ოთახის დეკორად, ასევე ყიდულობენ ტურისტები სუვენირებად. ვამზადებ როგორც დიდი, ისე პატარა მოცულობის კასრებს თბოიზოლაციით, ასევე გაგრილების სისტემით. ძირითადად ისეთ რეგიონებში მიაქვთ, სადაც ტურისტების რაოდენობა მეტია.

- მასალას აქვს მნიშვნელობა? თქვენ რა მასალით ამზადებთ კასრებს?

- რა თქმა უნდა, მასალა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ვამზადებ ფიჭვისგან. შიგნით მოთავსებულია უჟანგავი ფოლადი, ე.წ. ნერჟავეიკა და გარედან ვფუთავ ფიჭვით. ეს არის ყველაზე საიმედო მასალა.

- რამდენად ინარჩუნებს სასმელი გემოვნურ თვისებებს?


- ალკოჰოლური სასმელი გემოვნურ და სხვა თვისებებს ინარჩუნებს ჩასხმიდან გახსნამდე. როცა დალუქავთ, იმ დღიდან მოყოლებული, სანამ არ გახსნით, მასში სასმელი შეინახება უცვლელად. ღვინის ქარხნებში, მარნებში იყენებენ ე.წ. ნერჟავეიკის ჭურჭელს, რადგან სასმელის გემოს ყველაზე მეტად აღიქვამს ეს მასალა და თან ამავე დროს ყველაზე უკეთ უნარჩუნებს სასმელს თავის თვისებებს. მეც შესაბამისად ხარისხზე ვარ ორიენტირებული. მართალია, ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს.

სამწუხაროდ, ცნობადობა არის დაბალი. მომხმარებელს რატომღაც ჰგონია, რომ მუხის კასრში კონიაკი განიცდის დაძველებას. რეალურად ასე არ არის. ძირითადად კონიაკს ასხამენ კასრებში, მაგრამ ამას თავისი პროცესი აქვს. როცა კონიაკი თავის დაძველების პროცესს გაივლის, იმას ხის კასრში ჩაასხამ თუ შუშის ბოთლებში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ, მას თავისი დაძველების ეფექტი დასრულებული აქვს. მიჭირს მომხმარებლებისთვის ამის ახსნა, ამიტომ ჩემს კასრებს ყიდულობენ ისეთი კატეგორიის ხალხი, ვინც ამ ყველაფერში გათვითცნობიერებულია.

- კასრებს მარტო ამზადებთ თუ გყავთ დამხმარე?

- ამ ეტაპზე ყველაფერს მე ვაკეთებ. თითოეული დეტალი ჩემი ხელით იქმნება. ვფიქრობ, სხვას თუ დავუძახე დასახმარებლად, ისეთი არ გამოვა, როგორი ჩანაფიქრიც მე მაქვს ხოლმე. ჩემი ჩანაფიქრი მინდა, რომ მე თვითონ განვახორციელო. ერთადერთი ელექტროშემდუღებელი მჭირდება, რომელიც ლითონის კონსტრუქციას კრავს. დანარჩენი ყველაფერი არის ჩემი ხელით დამუშავებული. იხილეთ გაგრძელება

წყარო: www.shin.ge

 



თეგები:
თელავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up