თბილისიდან ათათურქის აეროპორტში რეისები შეწყდა, „პეგასუსი“ კი ფრენებს გრაფიკით ახორციელებს

თბილისიდან ათათურქის აეროპორტში რეისები შეწყდა, „პეგასუსი“ კი ფრენებს გრაფიკით ახორციელებს

person access_time2016-06-29 10:37:29

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

აეროპორტის წარმომადგენლის განმარტებით, ათათურქის აეროპორტიდან ბოლო რეისი საქართველოში „თურქიშ ეარლაინსმა“ განახორციელა, ავიაკომპანიის თვითმფრინავი თბილისში 00:30 საათზე ჩამოფრინდა. აღნიშნული რეისით რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მგზავრობდა.

 

იგივე თვითმფრინავს რეისი უკანა მიმართულებით 02.35 საათზე უნდა შეესრულებინა, თუმცა ტერაქტების გამო გადაიდო.

 

ასევე გადაიდო იგივე ავიაკომპანიისა და „ატლასგლობალის“ რეისები, რომლებიც წუხელ ორივე მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.


 

როგორც თბილისის აეროპორტში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აეროპორტი 10–დან 20 საათამდე ისედაც დახურულია. ათათურქის აეროპორტში ფრენების განახლების გადაწყვეტილებას უშუალოდ ავიაკომპანიები იღებენ. შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაახლებენ თუ არა ისინი ფრენებს 20 საათის შემდეგ.


რაც შეეხება პეგასუსს, როგორც ავიაკომპანიაში განგვიცხადეს, მათი რეისები, რომლებიც თბილისიდან საბიჰა გოგჩენის აეროპორტში სრულდება, შეუფერხებლად ხორციელდება და არავითარი ცვლილება არ მომხდარა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მართალია, მათი მგზავრების ნაწილი შეაშინა ათათურქის  აეროპორტში მომხდარმა აფეთქებებმა, თუმცა ამას ჯავშნების გაუქმება არ მოჰყოლია. 

 

მათი განმარტებით, ათათურქისა და გოგჩენის აეროპორტები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. ამიტომ ათათურქში მომხდარ ტერაქტებს გოგჩენის აეროპორტის მუშაობის გრაფიკი არ შეუცვლია.  

 

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტები 28 ივნისის ღამეს მოხდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 50–მდე ადამიანი.



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up