თბილისი უფრო „ჭკვიანი“ გახდა - დედაქალაქმა რეიტინგი გაიუმჯობესა

თბილისი უფრო „ჭკვიანი“ გახდა - დედაქალაქმა რეიტინგი გაიუმჯობესა

access_time2018-07-23 23:08:29

მსოფლიოს ინტელექტუალური ქალაქების რეიტინგში თბილისმა 125-დან 112-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია Cities in Motion Index 2018-ის ყოველწლიურ რეიტინგშია მოცემული. აღნიშნული ინდექსი მსოფლიოს ყველაზე ინტელექტუალური ქალაქების იდენტიფიცირებას ახდენს.

 

ნავარას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში 80 ქვეყნის 165 ქალაქი შევიდა, აქედან 74 — დედაქალაქია და მათ შორის თბილისიც.

 

ჭკვიანი ქალაქებისრეიტინგი შედგება 83 მაჩვენებლის საფუძველზე შემდეგ სფეროეში: ეკონომიკა, მმართველობის ხარისხი, გარემო, საერთაშორისო პოლიტიკა, სოციალური სტაბილურობა და თანასწორობა, სატრანსპორტო სისტემა, ადამიანური კაპიტალი.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გარემოს კუთხით (39-ე ადგილი), ყველაზე დაბალი კი — ქალაქის დაგეგმარების კუთხით (130-ე ადგილი).

 

რეიტინგში თბილისი კატარის დედაქალაქ დოჰას (111-ე ადგილი) და უკრაინის დედაქალაქ კიევს შორის (113-ე ადგილი) მოხვდა.

 

რაც შეეხება უახლოესი მეზობელი ქვეყნების ქალაქებს, რეიტინგში თბილისს მხოლოდ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უსწრებს (70-ე ადგილი). სანქტ-პეტერბურგი და ნოვოსიბირსკი შესაბამისად 123-ე და 142-ე ადგილებზე განთავსდნენ.

 თურქეთმა (სტამბოლი) კი 114-ე ადგილი დაიკავა და ანკარას გაუსწრო, რომელიც მხოლოდ 120-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს 127-ე ადგილი ერგო. სომხეთის ქალაქები რეიტინგში ვერ მოხვდა.

 

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზეჭკვიანი ქალაქიარის ნიუ-იორკი (აშშ). შემდეგ მოდის ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), პარიზი (საფრანგეთი), ტოკიო (იაპონია), რეიკიავიკი (ისლანდია).

„ჭკვიანი ქალაქების“ ათეულში შევიდა ასევე სინგაპური, სეული (სამხრეთ კორეა), ტორონტო (კანადა), ჰონგ-კონგი (ჩინეთი) და ამსტერდამი (ჰოლანდია).

 

IESE- ბიზნეს-სკოლის ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი Cities in Motion Index გეოგრაფიული დაფარვის და მონაცემების დამუშავების მოცულობით ერთ-ერთ ყველაზე სრულფასოვან რეიტინგად მიიჩნევა. კვლევის ავტორები აფასებენ როგორც ქალაქების განვითარების მიღებულ სტრატეგიებს, ისე ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებს.





sputnik.ge




ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს

ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-29 18:00:26
ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ სასტუმროს დამფუნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით,სასტუმრო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება. „აჭარა მწვანე ზონად გამოცხადდა, მაგრამ აქ ჩვენი სასტუმრო ყველაზე მწვანე ზონაა, რადგან ტერიტორია ასეთი შემოღობილი და დაცული მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ეს კი დამსვენებლებისთვის შემთხვევით პირებთან კონტაქტს...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...


მსგავსი სიახლეები

up