თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

access_time2018-01-17 20:00:44


„სურსათის ფასით თუ ვიმსჯელებთ, არა მარტო თბილისი, საქართველოც კი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა“


ფასების დონით თბილისი რეგიონში აშკარად ყველაზე ძვირი ქალაქია. პროდუქტის სიძვირით თუ მომსახურების ტარიფებით, მათ შორის კომუნალური გადასახადების სიდიდითა და უძრავი ქონების ღირებულებით, ჩვენი დედაქალაქი პირველობას არ თმობს.


სხვა ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევადარებთ, თბილისი უდავოდ ლიდერია, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საწვავის ფასით რეგიონში მხოლოდ სომხეთი გვისწრებს, ისიც - უმნიშვნელოდ, მაგრამ იქ გაცილებით ნაკლები ღირს თამბაქო, რაც ჩვენთან ყველაზე ძვირია. საქართველო გამოირჩევა კომუნალური გადასახადების სიდიდითაც, ხოლო სასტუმრო თუ სარესტორნო სფეროში მომსახურების ფასი აღემატება ევროპის ზოგიერთ კურორტზე დადგენილ ტარიფებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ხარისხი გაცილებით დაბალია.


ფასების დონით თბილისი გამოირჩევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მიმზიდველია, არაადეკვატურად ძვირია იგი წარმოებული პროდუქტის ხარისხისა და მომსახურების დონესთან შედარებითაც.


სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ სიძვირით თბილისი უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დონით ჩვენი რეგიონის ქალაქებს უახლოვდება.


„დიდი ხნის განმავლობაში ბაქო ითვლებოდა ძვირ ქალაქად, მაგრამ დროთა განმავლობაში, მანათის დევალვაციის გამო, ფასების დონე იქ რამდენადმე შემცირდა და ჩვენ უნებლიეთ აღმოვჩნდით ლიდერ პოზიციაზე. თბილისს ჩვენი რეგიონის ქალაქებთან კიდევ ერთი რამ აერთიანებს: პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელია დედაქალაქების ჰიპერტროფიული როლი ქვეყნის ცხოვრებაში. მაგალითად, აზერბაიჯანის სამრეწველო პოტენციალის თითქმის 70% ბაქოზე მოდის, ხოლო თბილისზე - ჩვენი ქვეყნის პოტენციალის 52%.


ამავე დროს, თბილისი საქართველოშიც ყველაზე ძვირი ქალაქია. იგივე შეიძლება ითქვას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებზე, მათ შორის, ბაქოსა და ერევანზეც. რაც შეეხება რუსეთს, იქაც ძალიან სიძვირეა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მეორე წელია აჩვენებს, რომ ფასების საშუალო დონე საქართველოში რამდენამდე უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის ფედერეციაში. ეს იმ დროს, როცა მშპ-ის მიხედვით ჩვენ საგრძნობლად ჩამოვრჩებით იმავე რუსეთს, რაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას.


სიძვირე არ იქნებოდა პრობლემა მოსახლეობისთვის, შემოსავალი რომ ჰქონოდა. შვეიცარიაში მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ფასებია, მაგრამ ცხოვრების დონე განსაზღვრას იმას, რომ მსყიდველუნარიანობაც ძალიან მაღალია. ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ დასაქმდნენ, მიიღონ მეტი შემოსავალი და ამით შეძლონ თუნდაც გაძვირებული საქონლის შეძენა, ეს უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგია, - აცხადებს არჩვაძე.


რაც შეეხება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, როგორც არჩვაძე განმარტავს, ნიუ-იორკთან შედარებით ჩვენთან სამომხმარებლო ფასების დონე საშუალოდ 2,5-ჯერ დაბალია, მაგრამ ფასებისა და შემოსავლების თანაფარდობა რომ განვიხილოთ, ჩვენი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 4-ჯერ ნაკლებია აშშ-ის მოქალაქეებთან შედარებით.


აღსანიშნავია, რომ სიძვირით თბილისი გამორჩეულია ქვეყნის მასშტაბითაც, ფასები აქ 8-12%-ით მაღალია, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში.


„მართალია, თბილისში მეტი სამეწარმეო აქტივობაა, ბევრი ახალგზარდა ცდილობს დედაქალაქში თავის დამკვიდრებას, მაგრამ ამას მუდმივად თან სდევს ფასების ზრდა და ეს მთლიანად ანეიტრალებს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავლებს.


თბილისში ძალიან ძვირია უძრავი ქონებაც. ეს განსხვავება არა მხოლოდ დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, არამედ ქალაქის უბნებს შორისაც შეინიშნება. გარდა ამისა, პენსიის მსყიდველუნარიანობა რეგიონებში გაცილებით მაღალია, ვიდრე თბილისში. ამიტომ იყო მცდელობა კიდეც, რომ თბილისელი პენსიონერებისთვის გარკვეული შეღავათი მიეცათ, თავის დროზე ამ მიზნით ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა თანხაც კი გამოყო, მაგრამ ასეთი მიდგომა, ცხადია, არ უშველის მდგომარეობას, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს სოსო არჩვაძემ.


ბოლო პერიოდში ფასების ზრდაზე გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიც იწარმოება, იმდენივე იმპორტი ხორციელდება. შემოტანილ საქონელს ემატება საბაჟო მოსაკრებელი, იმპორტის გადასახადი, მოგება, ტრანსპორტირება და, საბოლოო ჯამში, სურსათი ძვირდება.


აკადემიკოსი ავთო სილაგაძე სხვა სახის პრობლემაზეც საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმოება ჯერ კიდევ ვერ განვითარდა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს, ამიტომაც ადგილობრივი პროდუქტი, ფასის თვალსაზრისით, იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.


„მთლიანობაში, ჩვენ ვრჩებით იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად. თუ ადგილობრივმა პროდუქტმა იმპორტირებულს შიგნით კონკურენცია არ გაუწია, ფასის მომატების საშიშროება ყოველთვის იქნება. გარდა ამისა, არც ეროვნული პროდუქტის წარმოება ჯდება იაფი. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ბიზნესი ისე ვერ განვითარდა, რომ პროდუქციის წარმოება ტექნოლოგიური მიღწევებით გახდეს შესაძლებელი, - ამბობს ავთო სილაგაძე და დასძენს, რომ დაქუცმაცებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მძლავრი ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობა არ არის.


„საქართველოში წარმოება დაბალ დონეზეა და იმპორტზე დამოკიდებულება სურსათს გვიძვირებს, რასაც ბოლო დროს ლარის ფაქტორიც ემატება, - ამბობს აკადემიკოსი.


არადა, მოსახლეობის ცხოვრების დონით ქართველები კიდევ დიდხანს ვერ მიუახლოვდებიან ევროპას, სადაც ადამიანს ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება გაცილებით იაფი უჯდება. ზოგადად, ცხოვრების დონის შედარებისას მთავარი ინდიკატორი მთლიანი შიგა პროდუქტია. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის შედარებისას ამგვარი სურათი გვაქვს: ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით ამერიკა დაახლოებით 10-ჯერ, ევროპა კი 9-ჯერ გვისწრებს.


ფასებისა და ცხოვრების დონის შეუსაბამობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია.


„ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით თბილისი მართლაც ძვირი ქალაქია, თუმცა ზოგიერთი სეგმენტი აქ საკმაოდ იაფია. მაგალითად, სურსათის ფასით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ - ბალტიისპირეთს, პოლონეთს ან გერმანიას - იქ ბევრი პროდუქტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ თუ ავიღებთ გართობის ინდუსტრიას (სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს), ამ სფეროში საქართველო შედარებით კონკურენტუნარიანია. სერვისის დონით კი ძალიან მოვიკოჭლებთ, რადგან მომსახურება, რომელსაც ტურისტებს ვაწვდით, ძვირია. თბილისში ასევე მაღალი ფასი ადევს ბინის დაქირავებასა და ყიდვა-გაყიდვას. ამიტომ ის ამ სეგმენტის მხრივაც ძვირ ქალაქად რჩება, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ჭარაიამ.



რეზონანსი



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

„ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა“-თენგიზ ცერცვაძე

„ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა“-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
ბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up