თბილისი როგორი დარდიანი ქალაქიც იყო, უამრავი პრობლემებით დახუნძლული, ისეთია ახლაც - თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატები კალაძის საქმიანობის ერთ წელს აფასებენ

თბილისი როგორი დარდიანი ქალაქიც იყო, უამრავი პრობლემებით დახუნძლული, ისეთია ახლაც - თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატები კალაძის საქმიანობის ერთ წელს აფასებენ

access_time2018-12-04 09:00:00


კახა კალაძემ თბილისის მერის პოსტზე ერთწლიანი საქმიანობის  შეჯამებისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ბოლო 12 თვის განმავლობაში მოასწრო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ კალაძის ერთწლიან მოღვაწეობას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატები, შეასრულა თუ არა მერმა ის დაპირებები, რომელსაც 2017 წელს, საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდებოდა:





კალაძის საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები იყო:

 

  • საცობებისა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება

 

  • სატრანსპორტო სისტემის განვითარება

 

  • რაიონების, უბნების თანაბრად განვითარება

 

  • ეკოლოგიური პოლიტიკა

 

 

„კომერსანტთან“  საუბარში თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატებმა ყურადღება სწორედ ამ მიმართულებებზე გაამახვილეს.


 


 „ახალი საქართველოს“  ლიდერის გიორგი ვაშაძის  აზრით, მერის პრეზენტაცია ლამაზი, თუმცა ზედაპირული და შინაარს მოკლებულია:

 

სამწუხაროდ, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სიახლეს მოიტანდა, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, არ დაწყებულა. ჩემი აზრით, ერთი და იგივე პროექტებზე, რაც არ უნდა ლამაზად ილაპარაკონ, რომ სადღაც წყალი გაიყვანეს ან  ხიდი ააშენეს, ჩვეულებრივი სტანდარტი და პროცესია, რომელიც ქალაქში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.  თბილისს არ აქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა. საერთოდ ვერ ვხედავთ რას გვინდა მივაღწიოთ 5 წელიწადში, როგორი ქალაქი გვინდა იყოს თბილისი და რას ვაკეთებ ამისთვის? რითი განსხვავდება თბილისი სხვა ქალაქებისგან? რა ახალი ინოვაციური პროექტები იქნება ამ ქალაქში? რატომ იქნება მიმზიდველი ინვესტორებისთვის და რატომ იქნება საინტერესო იგივე ადგილობრივი ბიზნესისთვის, ეს არის ის კითხვები, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

 

საცობებისა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება: 


როდესაც დედაქალაქში გადავაადგილდები, ყოველდღიურად ვამჩნევ, რომ  უფრო მეტი დრო გჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ეს არის რეალობა. პრობლემების მოგვარებას ხიდები და ესტაკადები არ შველის. ჩვენ გვქონდა ამაზე დისკუსია, პრობლემას მოაგვარებს სისტემის მთლიანად რეორგანიზება. ჯერ ფეხმავალი, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კომფორტული უნდა  იყოს და  ის ასობით მილიონი ესტაკადების მშენებლობაში რომ იხარჯება,სჯობს  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ჩაიდოს, რომელიც შეუწყობს ხელს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას და შემდეგ დაიწყოს ესტაკადების მშენებლობა, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდა. ნებისმიერი დიდი ქალაქი ცდილობს ავტომობილების რაოდენობის შემცირებას, აქედან გამომდინარე, აღარ ქმნის მოტივაციას ადამიანებისთვის, რომ ავტომობილები იყიდონ, ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერი სხვანაირადაა.

 

თანაბრად განვითარებული უბნები:

 

სამწუხაროდ, უბნები ისევ დაყოფილია ცენტრად და გარეუბნებად, გვაქვს ე.წ. დაძინებული რაიონები, სადაც არაფერი ახალი არ ხდება. მე საარჩევნო პროგრამაში გაწერილი მქონდა რომელ უბანს რა ფუნქციური მნიშვნელობა ექნებოდა, დაწყებული მოსკოვის პროსპექტიდან, გაგრძელებული ვაზისუბნით და დამთავრებული გლდანით. თბილისი ისევ და ისევ თავკომბალების ქალაქია და ეს იწვევს არაკომფორტულ გადაადგილებას. მე ვერ ვხედავ იმ ხედვას, რომელიც თბილისს აქცევს ისეთ ქალაქად, რომელიც მსოფლიო წამყვან ქალაქებს შორის იქნება.

 

ეკოლოგიური პოლიტიკა:


 

დღეს პირველად გავიგე, რომ რაღაც კვლევა აქვთ გაკეთებული. მაგრამ, მარტო კვლევები არაფერს ნიშნავს, უნდა ვიგრძნოთ ეს ყველაფერი. რამე განსაკუთრებულს ამ კუთხით ვერ ვხედავ ჯერჯერობით. ქალაქი ისევ ბინძურია.


 

სიცოცხლით სავსე ქალაქი

 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზაალ უდუმაშვილი : სამწუხაროდ, თბილისის ქუჩებში რომ გავივლით, უფრო მეტი ადამიანია, რომელთა სახეზეც სიცოცხლე ნამდვილად არ ჩანს, გაჭირვებას გაჭირვება ემატება, პრობლემას პრობლემა.

 

 


„კახი კალაძე რა პროგრამითაც მოვიდა თბილისის მერად, პრაქტიკულად იქიდან არაფერი შეუსრულებია“.  


საცობებისა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება:

 

საცობები კალაძის პროგრამაში ნომერ პირველი პრობლემა იყო. შეიცვალა რამე ერთი წლის განმავლობაში? არაფერი შეცვლილა, ქალაქი საცობებით ისევ გადაჭედილია. მე არ ვამბობ, რომ მერი ერთ წელიწადში განტვირთავდა  ქალაქს საცობებისგან, მაგრამ, ნაბიჯებიც არ გადადგმულა ამ მიმართულებით, ვერ დავინახე კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც დედაქალაქის ამ პრობლემას მოაგვარებდა.

 

სატრანსპორტო სისტემის განვითარება

 

პარკინგის დედაქალაქისთვის ძალიან მწვავე პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში ჩვენ რა მივიღეთ? სითი პარკი გავუშვით მაგრამ, ფუნქციონალურად არაფერი შეცლილა, ახალი საპარკინგე ადგილები თბილისს არ აქვს, ჯარიმები იგივეა, პლუს ამას ემატება საათობრივი ანაზღაურება პარკინგზე, რაც მოსახლეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.

 

ეკოლოგიური პოლიტიკა:

 

ეკოლოგია ყველა კანდიდატის პრიორიტეტი იყო, რას ვხედავთ ამ მიმართულებით : ხეების ჩეხვა ისევ მიმდინარეობს, კორპუსების მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა იყოს. მშენებლობა ისევ მიმდინარეობს, ამ მხრივაც პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. ყველაფერი იგივე დარჩა.

 

თანაბრად განვითარებული უბნები:

 

განვითარებაზე საუბარი ზედმეტია, რა იგულისხმებოდა და რა გაკეთდა ეგ კიდევ სხვაა. ღამის ეკონომიკა, რომ დაანონსდა რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვითარებულიყო?  ერთი ავტობუსი დაინიშნა, რომელიც ღამე მოძრაობს, თუ ეს ერთი ავტობუსი განავითარებს  ღამის ეკონომიკას უნდა ეთქვათ, რომ ამ ავტობუსის იმედზე ვიყავით. ზოგადად, არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. კალაძე რასაც აკეთებს და რაშიც ფულს ხარჯავს, ეს არის მისი პიარი, ძალიან დიდი თანხა იხარჯება რეკლამებში, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ სივრცეში. კალაძე პიარით ცდილობს გადაფაროს ის ნეგატივი, რაც დაგროვდა.

 

სიცოცხლით სავსე ქალაქი

 

არამარტო თბილისი, ქვეყანა არის უკვე სიკვდილის ზღვარზე მისული. რა ეტყობა ამ ქალაქს სიცოცხლით სავსის? ხალხი უკიდურესად გაღატაკებულ მდგომარეობაშია. ლარის კურსი სად არის? ფასები ყველაფერზე იზრდება. ასე, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი, ისევე როგორც ყველა მისი დაპირება, ჩვეულებრივ სლოგანად დარჩა.

 

 

 

 

თბილისის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძეს დავით ნარმანიას ფონზე რაღაცეების გაკეთება შეუძლია, თუმცა, თბილისის მერიაში არ ესმით რეალური პრობლემების არსი, სწორედ ამიტომ, ქალაქში, რეალურად, არაფერი შეცვლილა.

 

 

საცობებისა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება:

 

ძალიან მარტივი ინდიკატორია ის, რომ ყველამ კითხოს თავის თავს, საცობში შარშან უფრო დიდხანს იდგნენ თუ დღეს? საზოგადოებრივი ტრანსპორტი შარშანდელთან შედარებით დღეს უკეთესია?  ჰაერი უკეთესია ვიდრე იყო? გამწვანების რაოდენობა ოდნავ მაინც გაიზარდა? ქაოტური განაშენიანების პრობლემა მოგვარდა? ავარიული სახლების და კორპუსების პრობლემა მოგვარდა ან დაიწყო მაინც? გულწრფელად, რომ ვთქვა, აშკარად უნდა რაღაც რომ გააკეთოს, მაგრამ, არც მას და არც მის გუნდს არ აქვს იმის ცოდნა და უნარები თუ რა არის რეალურად ამ ქალაქში პრობლემა, ამიტომ ცდილობენ უფრო ზედაპირული პიარისთვის გამოსადეგი საკითხების გაკეთებას. რაღაც გარეცხეს-მორეცხეს, იქ ესტაკადა გააკეთეს, რაც საერთოდ სისულელეა. 

 

თანაბრად განვითარებული უბნები:

 

გლდანი უფრო განვითარებულია დღეს თუ ვაკე? საბურთალო უფრო განვითარებულია თუ ავჭალა? არაფერი არ შეცლილა ეს დაპირებები იყო წინასაარჩევნო რახარუხი. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან მერიაში რით დაიწყონ და რით გააგრძელონ, ამას ჯავრით და ბოღმით არ ვამბობ. პრობლემა ის არის, რომ სხვასაც არ უნდათ რომ მოუსმინონ.

 

სიცოცხლით სავსე ქალაქი

 

ქალაქი და მენეჯმენტი თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახებოდეს ან კარგად ან ცუდად, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქის განმაპირობებელი. ვიღაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ დასაქმდნენ და სიცოცხლე უხარიათ, არაფრის კეთებაში ხელფასს რომ იღებენ, ეგ სხვა ამბავია, რეალურად ამ ქალაქს არ ამოუსუნთქია და სიცოცხლით არ ავსებულა. როგორი დარდიანი ქალაქიც იყო მანამდე, ურბანული და ინფრასტრუქტურული პრობლემებით დახუნძლული, ისეთია ახლაც. უბრალოდ ქალაქს ჰყავს უფრო დაქოქილი მერი, ვიდრე ნარმანია იყო, რომელიც რაღაცეებს აკეთებს მაგრამ, საფუძვლიანს, სიღრმისეულს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანს, ნაკლებად.



ავტორი: ბაჩო ადამია






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up