თბილისი, რომელიც 1,2 მლნ ადამიანზეა გათვლილი, მოსახლეობის სიჭარბეს ვეღარ უძლებს

თბილისი, რომელიც 1,2 მლნ ადამიანზეა გათვლილი, მოსახლეობის სიჭარბეს ვეღარ უძლებს

access_time2020-02-06 18:45:03

თბილისში, ქაოსურმა ურბანულმა განაშენიანაებამ არაერთი პრობლემა შექმნა. ეს ეხება, როგორც ქალაქის გამტარ უნარიანობას, განაშენიანებას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებს და წყალმომარაგებას. დედაქალაქის კომუნიკაციები არ არის გათვლილი მოსახლეობის ამ რაოდენობაზე. საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის ბოლო გენერალური გეგმით, 1,2 მლნ ადამიანს უნდა ეცხოვრა, თუმცა ამისათვის მაშინაც არ მომხდარა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა კი მოსახლოებამ მკვეთრად გადააჭარბა ამ ოდენობას.


თბილისში, ივნისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, მეორე დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. ჟვანიას მოედანზე, კერძოდ, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ჩაინგრა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც. მაშინ მერის მოადგილე, მაია ბითაძემ სწორედ ეს დაასახელა მთავარ პრობლემად და თქვა, რომ ინტენსიური მშენებლობების გამო, გრუნტის წყლებმა გამორეცხა ქუჩების ქვედა ნაწილი.


გარდა წყლისა, პრობლემაა გაზის და კანალიზაციის მილებიც. თბილისის გადავსებული საკანალიზაციო კოლექტორები და ფეკალური წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე რომაა, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ. რეალურად, რამდენ ადამიანზეა გათვლილი დედაქალაქის საკუმუნიკაციო ქსელები, რამდენად აქვს გაფართოების რესურსი და რამდენს იტევს, ამ კითხვებით, ,,ბიზნეს-რეზონანსმა” სპეციალისტებს მიმართა.


ურბანისტი, ლადო ვარდოსანიძის თქმით, დედაქალაქში მხოლოდ მშენებლობის ტემპმა იმატა და არაფერი გაკეთებულა ქსელების განვითარებისათვის. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით პრობლემური წყალმომარაგება და კანალიზაციაა. დიდი დატვირთვის გამო კი ხარვეზები უფრო და უფრო ხშირად იჩენს თავს.


,,ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო საკითხია. აბსოლუტრუად კონკრეტული უნდა იყოს თანაფარდობა განაშენიანებასა და ინფრასტრუქტურის ნაწილებს შორის. აქ იგულისხმება, გაზმომარაგება, ელექტროქსელები, რაც შედარებითი ადვილია. უფრო რთულია წყალმომარაგება და კანალიზაცია.


უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ დედაქალაქში რატომღაც არ ცდილობენ გადაწყვიტონ, წყალმომარაგების სტრატეგიული ამოცანა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ადგილობრივმა ინჟინრებმა ქალქს შესთავაზეს იდეა, დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტიდან წყლის წამოღებისა, ეს იყო მიზეზთა გამო ძალიან სწორი და მეტიც, ბრწყინვალე იდეა. რადგან ის ისაზრდოებდა თრიალეთის წყაროებით და წყლის ხარისხი იქნებოდა უმაღლესი და მაქსისმ 11-12 გრადუსის. აქვე, ეს იქნებოდა თვითდინებადი სისტემა და მოამარაგებდა, დედაქლაქს, რუსთავს, გარდაბანს, მარნეულს და სხვა, სააგარაკე უბნებს. ეს უნდა ყოფილიყო გენგეგმაში ჩადებული, როგორც 5-წლიანი პროექტი.



რაც შეეხება კანალიზაციას, აქ უფრო მძიმედაა საქმე, რადგან ავარიულია და ცუდად მოქმედებს, ე.წ. რეგიონული კოლექტორი, ჟინვალი-მცხეთა-თბილისი-რუსთავი და გარდაბანი. გამწმენდი ნაგებობა იქ იყო გათვალისწინებული. ცხადია, განაშენიანება, რომელიც დღეს არის, ვერ იქნებოდა გათვლილი იმდროინდელ კომუნიკაციებზე, რომელიც არ შეცვლილა.


ავადსახსენებელ საბოთა კავშირში იყო იმპერატიული პირობა, არამც და არამც მშენებლობის დაპროექტების ნებართვასაც კი არ გაძლევდა ქალაქი, თუ შენ არ მიიტანდი გამანაწილებლებისაგან ნებართვას. ეს არის სწორი გზა.


თბილისში, ბოლო დროინდელი საბჭოთა გენგეგმით, რომელიც დამტკიცდა 1970-იან წლებში, მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 1 მლნ 250 ათასი. მიზანი იყო ასეთი და ასე უნდა განვითარებულიყო ქსელებიც. ჩვენ მოვუმატეთ მშენებლობას და არაფერი გაგვიკეთებია, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებისათვის”, – განუცხადა, ვარდოსანიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.


რა პრობლემებია თბილისის ქვეშ და არის თუ არა შესაძლებელი მათი მოგვარების გარეშე მიწის ზემოთქალაქის განვითარება? ამ თემაზე საქართველოს ტექნიკური პროფესორ ნუკრი ნაცვლიშვილი ამბობს, რომ – არა!


“სად გადმოვა კანალიზაცია, თუ ოცსართულიან სახლს დადგამ იქ, სადაც ადრე ორსართულიანი შენობა იყო? მას ათჯერ მეტი ხარჯი ექნება და უკვე არსებულ კოლექტორში რომ ჩავა საყოფაცხოვრებო წყალი, ცხადია, რომ ის კოლექტორი ვეღარ გააატარებს. შესაბამისად, საჭიროა ოპერატიულად გადალაგდეს სისტემა. თუ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არ ჩაიდო მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარების საკითხი, რათა გაიზარდოს მათი გამტარუნარიანობა, მომავალში ძალიან მძიმედ გვექნება საქმე.


ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერების ჩართვა, მათ გარეშე ზუსტად ვერავინ გათვლის მილების დიამეტრს. მათ უნდა გასცენ რეკომენდაციები, სად არის შესაძლებელი ახალი მშენებლობები და რა გავლენას იქონიებს ისინი არსებულ სისტემებზე. გენგეგმაში კი ზოგადი პრინციპები უნდა ჩაიდოს.


ამას გარდა, აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის ზონირებაც დაწნევის მიხედვით. ნორმებით, ერთ მილსადენში ექვს ატმოსფეროზე მეტი წნევის გატარება არ შეიძლება. ახალი ზონა უნდა გააკეთო, თუ მეტია წნევა. როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპირო, რადგან თბილისი ხეობაშია განფენილი, ზონირებულია. რადგან ჭარბი დაწნევა იწვევს ჟონვებსა და დანაკარგებს”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ნუკრი ნაცვლიშვილმა.


წყარო: “რეზონანსი”





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up