Tbilisi Open Air-ი 2020 წელს აღარ ჩატარდება

Tbilisi Open Air-ი 2020 წელს აღარ ჩატარდება

access_time2020-06-23 15:34:33

Tbilisi Open Air-ის  ფბ გვერდი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია ოფენ ეარზე დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.


ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არცერთი წელი ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდეჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე. ეს შეგრძნება თავისუფლებისა ჩვენს ცნობიერებაში Music Breaks Free სლოგანადაა ამოტვიფრული და არნახულ ძალასა და სტიმულს გვაძლევს. როდესაც ყოველ წელს თქვენთან ერთად სცენის წინ ვდგავართ, ვხვდებით, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ამ საქმეს თავს ვერასდროს დავანებებთ.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს.


მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს - ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით.


გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ ამ პოზიციას და გვერდით დაგვიდგებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და 2021 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელ იმედგაცრუებასა და ორწლიან მოლოდინს სრულიად აანაზღაურებს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ უკვე დავიწყეთ.



 შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს. მოვახერხეთ მოლაპარაკება ჩვენი წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმეტესობასთან და უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ლაინაფში გაისადაც გვეყოლება:


• Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage).
• Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage).
• Gaspard, Fungus Funk (Garden Stage).


წლევანდელი ლაინაფიდან ქართველი არისტების დიდი ნაწილიც შემოგვიერთდება ერთი წლის შემდეგ.


2021 წლის ფესტივალზე აუცილებლად დაემატება რამდენიმე უცხოელი ჰედლაინერი ყველა სცენაზე და საბოლოო ლაინაფს უკვე გაისად, გაზაფხულზე გაგაცნობთ.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენ მიმართ აქამდე უკვე არაერთხელ გამოავლინეთ. 


 ყველა, ვინც წლევანდელი ფესტივალის აბონემენტის შეძენა მოასწრო, ბუნებრივია, TOA 2021-საც უფასოდ დაესწრება. სასაჩუქრე საშვებს TBC - თიბისისთან და TKT.GE-სთან ერთად დავამზადებთ და სექტემბერში გავცემთ.


განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებს, რომელთა უპრეცედენტო მხარდაჭერის გარეშე ამ ურთულესი პერიოდის გადატანას ვერ შევძლებდით. გვჯერა, 2021 წელს ერთმანეთს აუცილებლად ვიხილავთ და თავისუფლების ჟანგბადსაც კიდევ ერთხელ ჩავისუნთქავთ“-ნათქვამია განცხადებაში. 


თეგები:
Tbilisi Open Air



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up