TBILISI OPEN AIR 2020  26-28 ივნისს გაიმართება - ფესტივალის შემსრულებლების ვინაობა ცნობილია

TBILISI OPEN AIR 2020 26-28 ივნისს გაიმართება - ფესტივალის შემსრულებლების ვინაობა ცნობილია

access_time2020-03-17 15:07:06

ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR წელს 26-28 ივნისს გაიმართება. ოთხი სცენა, 50-ზე მეტი არტისტი, მათ შორის ჰედლაინერები: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, KONSTANTIN, ROBAG WRUHME, PETRE INSPIRESCU, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS თავს ფესტივალის უცვლელ მისამართზე, ლისი ვანდერლენდში იყრიან.

აბონემენტების გაყიდვა 17 მარტს იწყება. 7 აპრილის ჩათვლით ფესტივალის სამივე დღეზე დასასწრები აბონემენეტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს, რაოდენობა შეზღუდულია. თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. 8 აპრილიდან დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა და აბონემენტის ღირებულება გაიზრდება.  აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მისამართზე tkt.ge/OpenAir და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელმაც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის - 5,000-მდე ტურისტი.

TBILISI OPEN AIR 2020-ის მთავარი სცენა, ტრადიციულად 18:00 საათიდან გაიხსნება. ამ სცენაზე ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორიცაა: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS და სხვა.

EYE STAGE ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც Tbilisi Open Air-ს 2018 წელს შემოუერთდა. წელს EYE STAGE-ზე ისეთ უცხოელ და ადგილობრივ არტისტებს მოუსმენთ, როგორიცაა: PETRE INSPIRESCU-ს, ROBAG WRUHME-ს, JENNIFER CARDINI-ს, KONSTANTIN, გიო შენგელია, SEVDA და სხვა. 


GARDEN STAGE Psytrance სცენაა, რომელიც მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. GARDEN STAGE-ის ჰედლაინერები არიან ACE VENTURA, FUNGUS FUNK, GASPARD.

აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენას წელს LENO STAGE POWERED BY SINGER ეწოდება.  LENO STAGE-ზე ისეთ ქართულ ბენდებსა და არტისტებს მოუსმენთ, როგორებიც არიან: APRILEE & BACHO SVANIDZE, AFTERNOON VERSION, OUTSIDER, LUA, YOUNG GEORGIAN LOLITAZ, LADY HEROINE, SEXY BYCICLE, LOUDSPEAKERS და 2020 წლის Newcomers-ს, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოვლინდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და ერთად მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ არტისტებს Lisi Wonderland-ში. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები“, წერია ფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში. (ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში TKT.GE და Tbilisi Open Air შემოგთავაზებთ არჩევანს: თქვენ შეძლებთ ან სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის თარიღები არ შეიცვლება, შეძენილი ბილეთების დაბრუნება, ან გადაცვლა შესაძლებელი აღარ იქნება).

 

 


თეგები:
TBILISI OPEN AIR



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up