თბილისი  National Geographic Travel magazine-ის  100 საუკეთესო ქალაქის გზამკვლევში მოხვდა

თბილისი National Geographic Travel magazine-ის 100 საუკეთესო ქალაქის გზამკვლევში მოხვდა

access_time2022-11-18 10:30:07

გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine  100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა. გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს,  ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.  გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, კვების ობიექტები. თბილისთან ერთად გზამკვლევი ტურისტებს მცხეთასაც აცნობს.

თბილისი დიდი ხანია  აღმოსავლეთისა და დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ამ ქალაქის მემკვიდრეობა ვიზიტორებს საკუთარ გრძნობებს აცნობს. ქალაქის გზაჯვარედინზე ტრადიციული მუსიკის მოსმენისას ეცნობით მემკვიდრეობას, რომელიც როგორც ადრეული ქრისტიანული პერიოდის, ასევე ახლო აღმოსავლური რეგიონის გავლენას განიცდის.  აქ შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები, რომელიც როგორც სპარსულს, ასევე ხმელთაშუაზღვის რეგიონს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ მემკვიდრეობას, რომელიც  ძველი თბილისის არქიტექტურაშია გამოკვეთილი. აქ „იტალიურ ეზოებს“ იხილავთ, რომლის აივნებიც ხის მოაჯირებითა და სპირალური კიბეებით გამოირჩევა. ეს დიზაინი აბრეშუმის გზის ქარვასლას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იტალიურს.  აქ სამეზობლოში ეზოს ცხოვრების წესი ყველას თაობის ოჯახს აერთიანებს. აქ იკრიბებიან, იკვებებიან, საუბრობენ, მღერიან, ქეიფობენ და თამაშობენ. საუკუნეებია თბილისელები ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას,“-წერს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.

National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი გზამკვლევში დეტალურად აღწერს გოგირდის აბანოებს, მცხეთის ტაძრებს და თბილისის ეროვნულ პარკს.


„თბილისის ეროვნული პარკი საგურამოს ქედის ჩრდილოეთით არის გაშლილი. აქ ველურ ბუნებაში ფოცხვერი, დათვი და ირემი ბინადრობს. ეროვნულ პარკში საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი. აქედან თვალწარმტაცი ხედი იშლება თიანეთის გზაზე“,- წერს ავტორი.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up