თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

access_time2019-09-04 12:36:54

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასოციაციის წევრობა ხელს შეუწყობს თბილისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდას.



„მინდა, ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ. ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი ტურიზმი - ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა“, სადაც თბილისი უკვე ოფიციალურად წარადგინეს მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის ახალ წევრად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია, თუ რამდენად იზრდება სასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ასევე, იხსნება სპეციალური სააგენტოები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, აცნობენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. მიხარია, რომ ჩვენ ამ ასოციაციის წევრი გავხდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.




კახა კალაძემ ყველა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის დედაქალაქს ასოციაციის წევრობა მოუტანს.



„ესაა მის წევრ ქალაქებს შორის ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარება, თემატური და ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა და ა.შ. ამდენად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, მისი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ღვინო დარაც ყველაზე მთავარია, ვართ სტუმართმოყვარე ხალხიდა ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება თბილისში უკვე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. სწორედ ამიტომ ტურიზმს სჭირდება დიდი მხარდაჭერა. ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსი ტურისტები კატეგორიულად მიუღებელია. საბედნიეროდ, ამ აზრსაჟღერებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენ მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები ისე, რომ მათი უსაფრთხოება ქალაქსა თუ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.








კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

„ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა“- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი
access_time2019-10-23 17:30:02
 „ძალიან მალე ჩვენ დავაკავშირებთ შავ,ბალტიის  და კასპიის ზღვებს და ეს იქნება აბრეშუმის გზის ახალი ერა.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად  უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მომხსენებლის სტატუსით იმყოფებოდა. კრიკლი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის და პოლონეთის ჩართულობით უნდა შეიცვალოს გლობალური გადაზიდვების ისტორია და ამ სისტემამ უნდა შეცვალოს არსებული...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...


მსგავსი სიახლეები

up