თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა

access_time2020-06-08 17:22:04

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის - Délice Network-ის წევრი გახდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.



Délice Network აერთიანებს ისეთ ქალაქებს, რომელთათვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს - გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას.




ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ცოდნის გაღრმავება და სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა. ქსელის წევრობის ფარგლებში, თბილისს საშუალება ექნება, გასტონომიული ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.



„თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ-კონგი, ბუენოს აირესი, გოტენბურგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში.



თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გასტრონომიისა და გასტროტურიზმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და სასწავლო ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას მნიშნელოვანად შეუწყობს ხელს.



ქსელი 2007 წელს ქალაქ ლიონის ინიციატივით შეიქმნა და დღეისთვის, მასში ოთხი კონტინენტის 31 ქალაქია გაერთიანებული. თბილისის მერიამ ქსელის წევრობაზე განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანა და ორგანიზაციის საერთო გადაწყვეტილებით, თანხმობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ Délice Network-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა“  ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up