მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების შეჩერება დაანონსა.
„გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომელიც რეკრეაციული ზონის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მაგალითად ლისის ტბის მიმდებარედ „ლისი ვერანდა“ ძალიან კარგად არის განვითარებული. გამწვანების კოეფიციენტი მაქსიმალურად არის ათვისებული, მაგრამ გვაქვს მეორე მხარე, სადაც განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს ვინაიდან დგას ტერიტორიის ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე. მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შევაჩეროთ განაშენიანების პროცესი“ - განაცხადა კახა კალაძემ.