Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომპლექსში 2020 წელს  ღია აუზის გახსნა იგეგმება

Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომპლექსში 2020 წელს ღია აუზის გახსნა იგეგმება

access_time2020-01-13 15:00:54

Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომპლექსში 2020 წელს  ღია აუზი გაიხსნება, რომელიც  ყველა მომხმარებლისთვის ღია იქნება. კომპლექსს ექნება დასრულებული ინფრასტრუქტურა, მაღაზია, სკოლა, აფთიაქი, საბავშვო ბაღი.ამის შესახებ  რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში Tbilisi Hills-ის მარკეტინგის მენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2019 წელს კომპლექსში  გოლფის მიმართულება  აქტიურად განვითარდა,  ჩატარდა გოლფის ეროვნული ჩემპიონატიც.


„ჩვენი გუნდი მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე, ასევე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს გოლფის ფედერაციასთან. საქართველოში ეს არის ერთადერთი პროფესიული გოლფის მოედანი, წელს ის მოხვდა ევროპის რეიტინგში 34-ე ადგილას, ეს დიდი მიღწევაა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ახალი სპორტია გოლფი. ეს დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდაში.“ - აღნიშნა ლანა ღვინჯილიამ.


მისივე განცხადებით, კომპანია ინვესტორებისთვის ახალ პროექტს იწყებს, საუბარია არქიტექტურის მიმართულებით განათლების ხელშეწყობაზე. „ვგეგმავთ ჩამოვიყვანოთ ცნობილი არქიტექტორები, ურბანისტები და შევთავაზოთ ახალგაზრდა არქიტექტორებს ლექციები და სემინარები. ყველა პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში ეკოლოგიისა და არქიტექტურის კუთხით, დარგის ექსპერტების ნაკლებობას უკავშირდება.  გვინდა წვლილი შევიტანოთ ქალაქის ურბანულ განვითარებაში და შევთავაზოთ ახალგაზრდა არქიტექტორებს ეს შესაძლებლობა.  ვფიქრობთ, რომ ჩვენმა პროექტმა წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ დამატებითი საცხოვრებელი ადგილების შეთავაზებაში, არამედ დაამკვიდორს ევროპული სტანდარტი.“ - განმარატვს Tbilisi Hills-ის მარკეტინგის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.


Tbilisi Hills-ის პროექტი გამოცდილი პორტუგალიელი, ფინელი და ესტონელი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის, ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მის განსახორციელებლად კი ჯამში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოხდება.



„ჩვენი კომპანიისთვის ეს იყო პირველი წელი, როცა კომპანია აქტიურად შემოვიდა უძრავი ქონების ბაზარზე - ბევრი ღონისძიება ჩატარდა წლის განმავლობაში. Tbilisi Hills-ი მაღალი დონის უძრავ ქონებას მიეკუთვნება, რომელიც  331 ჰექტარზე იქნება გაშენებული. 2019 წელს შევასრულეთ ყველა ის გეგმა, რაც დასახული გვქონდა.  ზაფხულში გაიხსნა Tbilisi Hills-ის რესტორანი, რომელიც სამ თვეში მოხვდა Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ფინალისტებს შორის ნიშური რესტორნის კატეგორიაში.


„თბილისი ჰილსის“ კომპლექსში 110 ჰექტარზე 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული. ასეთი მოედანი ამიერკავკასიაში ერთადერთია.


Tbilisi Hills Golf & Residences  კომპლექსის დასრულება  2025 წლამდე იგეგმება. გაშენდება townhouse-ები და ვილები, ასევე დასრულდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გოლფ მოედანთან. სასტუმროსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  ბრენდებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. 


თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე 60% ბუნებასა და გამწვანებას დაეთმობა. აქ დიდი ნაწილი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითა და მრავალი სახეობის მცენარეებითაა დაფარული. ფოთლოვანი ხეებიდან ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულია მუხა, ნუში, აკაკი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა. დანარჩენი 40% კი საცხოვრებლების მშენებლობას დაეთმობა.


2019 წლის 7 აგვისტოს, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა მორიგი კვლევა თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე და  თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე  Tbilisi Hills Golf & Residences ტერიტორიაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქის ცენტრში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმაზე მაღალია, ხოლო თბილისი ჰილსში ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up