„თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად ტენდერი აღარ ჩატარდება“

„თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად ტენდერი აღარ ჩატარდება“

access_time2019-11-04 16:40:12

თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად ტენდერი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. თბილისის მერია 135 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა მომზადებულიყო.


სერგი გვარჯალაძის განმარტებით, პრეტენდენტმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს ის მოთხოვნები რასაც თბილისის მერია ითხოვდა.


„განმცხადებელმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. ტენდერის ჩატარება აღარ იგეგმება. თუმცა, კონცეპტუალურ დოკუმენტს თავად ჩვენი უწყება წარმოადგენს. ის უკვე მზად არის და გადის შიდა განხილვებს. ასევე განხილული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. წლის ბოლომდე დოკუმენტს საჯაროდ წარმოვადგენთ .“ - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.



თბილისის მერიამ ღამის ეკონომიკის კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პირველად გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა - ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.


ტენდერი მეორედ წელს აგვისტოში ჩატარდა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 000 ლარი იყო. სატენდერო კომისიის დასკვნით, პრეტენდენტი კომპანიის მიერ წარდგენილი კვლევა არ იყო სტრატეგიული კვლევის დოკუმენტი, რასაც თბილისის მერია ითხოვდა. სატენდერო პირობებით, კომპანიას მოეთხოვებოდა, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩატარებული ჰქონოდა არანაკლებ 1 კვლევა, ხოლო რეგიონის/ქალაქის/ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით - არანაკლებ 2 კვლევა, მათგან ერთი - სულ მცირე 100 000 ლარის ღირებულების. აქედან გამომდინარე, კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.


ნინო თამაზაშვილი





ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა

ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა
access_time2020-07-06 13:11:34
ლურჯი მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, 29.8 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა.როგორც კომისიის ოქმიდან ირკვევა, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, კონკურენტული გარემოს შექმნა და შესასყიდი М2 კატეგორიის მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა. შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 22 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს უნდა დაწყებულიყო და 23 ივლისს დასრულებულიყო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29...

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი   ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს
access_time2020-07-06 10:30:48
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცახდებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია,...

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...


მსგავსი სიახლეები

up