თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს“ მასპინძლობს

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს“ მასპინძლობს

access_time2021-06-23 17:30:00

თბილისს ესტონელი, ლიეტუველი და ლატვიელი ე.წ. „ანგელოზი ინვესტორები“ ესტუმრნენ. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.



ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.



„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამასთანავე ძალიან ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც ადგილობრივ მეწარმეებს გაუზიარებენ სტუმრები.



მინდა აღვნიშნო, რომ Emerging Europe-მა ეკონომიკური პოტენციალის კატეგორიაში თბილისი პირველ ადგილზე დაასახელა. ამასთანავე, FDI Intelligence-ის „მომავლის ევროპის ქალაქების“ ხარჯეფექტურობის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა. ამგვარი აღიარება და მაღალი შეფასებები საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს სთავაზობს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს; ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილ რეგულაციებს, პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს და რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის მოტივირებულ ადგილობრივ ხელისუფლებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.




მერის მოადგილის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტარტაპების რაოდენობა, რაც სექტორის პოტენციალზე მეტყველებს.



„მიგვაჩნია, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის განვლილი გზა წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის და ახალი შესაძლებლობის შეთავაზებით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



„ანგელოზ ინვესტორთა“ ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ე.წ. „pitch day“-ს.
ღონისძიებაზე განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს.



პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „pitch day“, (მოკლე პრეზენტაციების წარდგენა) რომელიც 24 ივნისს ჩატარდება. ღონისძიებაზე წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი საინვესტიციო პროექტები უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე ფინანსების მოზიდვის მიზნით.



პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელის, AXEL-ის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი ბიზნესი“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up