თბილისი ენერჯი-ჩვენს აბონენტებს ბუნებრივი გაზი არ შეუწყდებათ ვლადიკავკაზი–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარესამუშაოების გამო

თბილისი ენერჯი-ჩვენს აბონენტებს ბუნებრივი გაზი არ შეუწყდებათ ვლადიკავკაზი–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარესამუშაოების გამო

access_time2020-12-10 14:50:48

თბილისი ენერჯის აბონენტებს ბუნებრივი გაზი არ შეუწყდებათ ვლადიკავკაზი–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.  რადგან კომპანია ბუნებრივ გაზს ქალაქის შემოგარენში სხვადასხვა ადგილას განთავსებული 4 გამანაწილებელი სადგურის საშუალებით იღებს. სარემონტო სამუშაოების მიზეზით,  რასაც  შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს,  გაზის მიწოდება შეუწყდება სხვა გამანაწილებელი ლიცენზიატების, შპს „ვარკეთილაირის“ (ვარკეთილის3-1, 3-2, 3-3, 3-4, 3ა, 4ა, მიკრორაიონები, სუხიშვილის ქუჩა), სს „ენერგოკავშირის“ (მუხიანის დასახლება) და შპს „ყამარი მ“ (გლადნი, თეთრი ტბის მიმდებარე დასახლება) –ის 35 000–მდე აბონენტს.

 

თბილისი ენერჯიმ, ცივი ამინდის გამო , გადაწყვიტა  ყველა შესაძლო ტექნიკური და ადამიანური რესურსით დაეხმაროს სხვა  გაზის განაწილების ლიცენზიანტ კომპანიებს,  რომ დროულად მიაწოდონ ბუნებრივი გაზი საკუთარ აბონენტებს.  შპს „ვარკეთილაირს“, წყვეტის პერიოდში შპს „თბილისი ენერჯი“ საკუთარი გამანაწილებელი ქსელიდან მიაწვდის გაზს და ვარკეთილში დაახლოებით 17 000 ათას მომხმარებელს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება არ შეუწყდება. სს „ენერგოკავშირსა“ და შპს „ყამარი მ“–ს კი გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად „თბილისი ენერჯი“ ტექნიკით და შესაბამისის სპეციალისტებით დაეხარება. 




(R)




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up