თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა

access_time2018-10-12 17:07:43

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწვია.


დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი - კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა.


პარალელურად, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“ იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის მანძილზე თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას.



თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.








გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up