თბილისი-2017

თბილისი-2017

access_time2017-12-30 10:00:50

2017 წელს დედაქალაქმა  ახალი მერი აირჩია.  კახა კალაძე, მერის უფლებამოსილების შესრულებას 13 ნოემბერს  შეუდგა. კახა კალაძის თქმით, ამ მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გაუქმდა. კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი, მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ.

 

კახა კალაძის განცხადებით, სპეციალური მოსარეცხი ადგილები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ სამშენებლო მოედნიდან გამოსულმა მანქანებმა ქალაქი არ დააბინძურონ.


თბილისის მერიამ  ახალი მერის პირობებში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისითი ინსტიტუტი საქართველოარსებული ხელშეკრულების ფარგლებში დააჯარიმადედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.


დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა.

 


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. საპილოტე პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.

 

მომავალი წლის თებერვლიდან, მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

 

თბილისის მერმა  კახა კალაძე ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოსთხოვა. მისი განცხადებით, ნამდვილად საგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც მშენებლობებეზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს უკავშირდება.


კახა კალაძემ სამშენებლო ადგილებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ადგილების გამოყოფა მოითხოვა. როგორც კალაძემ განაცხადა, სატვირთო ავტომობილები, რომლებიც სხვადასხვა მშენებლობებს ემსახურებიან ქალაქს აბინძურებენ.


თბილისის მერმა კახა კალაძემ სადისტრიბუციო მანქანების ქალაქში მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებს ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება დაავალა, რათა მათთვის სამუშაოდ დღის განმავლობაში სპეციალური საათები გამოიყოს. კალაძის თქმით, ეს ქალაქში საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up