თბილისელებმა ქალაქის ერთერთ მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება დაასახელეს

თბილისელებმა ქალაქის ერთერთ მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება დაასახელეს

person access_time2016-07-27 14:30:31

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, თბილისში გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა. კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს? გამოკითხულთა 38%-მა გარემოს დაბინძურება მიუთითა, 34% პრობლემურ საკითხად საგზაო მოძრაობას აღიქვამს, 28%- გზებს, 26%- პარკირებას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი 23% ასახელებს.


გარემოს დაბინძურება ქვეყნის მასშტაბით პრობლემური საკითხების ოთხეულშიც მოხვდა. იმავე კითხვაზე ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18% პასუხობს, რომ გარემოს დაბინძურება ყველაზე მეტად აწუხებს მათ სოფელსა თუ ქალაქს. თუმცა, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გზები დასახელდა - 47%, მეორე ადგილზეა გაზმომარაგება 23%-ით, მესამეზე წყლით მომარაგება - 19%-ით, ხოლო მეოთხეზე გარემოს დაბინძურება. ხუთეულს 13%-ით საგზაო მოძრაობა ასრულებს.


აღსანიშნავია, რომ NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს. შესაბამისი კვლევასაერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომგამოაქვეყნაანგარიში სახელწოდებით Energy and Air Pollution მიმდინარე წელს არის გამოქვეყნებული, თუმცა, ამ კონკრეტული მიმართულებით 2012 წლის მონაცემებს ასახავს.

 

კვლევაში მოცემულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ყოველ 100 ათას კაცზე ბულგარეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდის ჰაერის დაბინძურების მხრივ მოწინავე ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთი. ათეულში ასევე შედიან უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია.


აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბიძნურებას უმთავრეს პრობლემად თბილისელები გასული წლის ზაფხულშიც ასახელებდნენ. NDI-ს დაკვეთით ჩატარებული შარშანდელი აგვისტოს მონაცემებითაც, დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო. ამჟამინდელი მონაცემები მცირედით განსხვავდებოდა შარშანდელისდგან, გასული წლის აგვისტოს კვლევით, თბილისის მოსახლეობის 43% ასახელებდა ჰაერის დაბინძურებას. მეორე ადგილზე იყო გზები 31%-ით და მესამეზე საგზაო მოძრაობა 27%-ით.


 

დღეს გამქოვეყნებული კვლევა NDI-ის დაკვეთით  ორგანიზაცია CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში 4113  ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,1%-ია. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აშაკარაა, საზოგადოება წლიდან წლამდე ვითარდება და გარემოს დაცვის მიმართ ბევრად მეტი მოთხოვნა აქვს.

 

გეთიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ბოლო წლებში გარემოს დაცვითი ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა და იმ კვლევების შედეგია, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 

 

„მოსახლეობამ გააცნობიერა უფრო კარგად ამ თემის მნიშვნელობა, ამაში, ვფიქრობ, დაეხმარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაც. ამის ფონზე, ვფიქრობ, მოსახლეობა უფრო მომთხოვნი გახდება ხელისუფლების მიმართ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს“,- აცხადებს გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ტექდათვალიერების შემოღების შესახებ მოთხოვნა გააქტიურდება. 

 

CENN-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი საკითხების შეტანა წინასაარჩევნო კამპანიაში ბოლო კვლევიდან გამომდინარე უფრო აქტუალური და უფრო მომგებიანი გახდება ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის. 

 

 

„საზოგადოება იძლევა უკვე კონკრეტულ შეკვეთას, რომ ეს პრობლემა გადაჭრას ხელისუფლებამ“,- აცხადებს გეთიაშვილი.




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

“პირველ წელს მოგების გადასახადი დარჩება 15 %; საშემოსავლო გადასახადი კი გახდება 15 %“ - რას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ეკონომიკური პროგრამა

“პირველ წელს მოგების გადასახადი დარჩება 15 %; საშემოსავლო გადასახადი  კი  გახდება 15 %“  - რას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ეკონომიკური პროგრამა
access_time2019-08-21 10:00:20
„ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ. ამისათვის საჭიროა შემდეგი ცვლილებები“.  ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...


მსგავსი სიახლეები

up