თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

access_time2020-06-06 12:00:29

თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა გა­მოთ­ქვა.

ეს ჯა­რი­მე­ბი ლა­ხავ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბებს და ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი კომ­პა­ნი­ის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის. გვახ­სოვს, რამ­დე­ნად დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ. უბ­რა­ლოდ, შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ: წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1,2 მლნ ჯა­რი­მა იწე­რე­ბო­და სითი პარ­კის მიერ. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ათა­სი ჯა­რი­მა იწე­რე­ბა და ქა­ლაქ­ში არის წეს­რი­გი, არ არ­სე­ბო­ბენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სი მერ­მა.

კახი კა­ლა­ძის იდე­ას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­ცი­ა­ტი­ვის სახე ზაზა გა­ბუ­ნი­ამ მის­ცა. პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე AMBBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­დუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის თვე­ში დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ ყვე­ლა ის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტამ­დე, 2018 წლამ­დეა გა­მო­წე­რი­ლი. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და მალე და­ი­წყე­ბა სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორც იცით, უამ­რა­ვი მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა ცუდ დღე­ში ამ ჯა­რი­მე­ბის გამო. მათ ერი­ცხე­ბო­დათ დიდი ოდე­ნო­ბით სა­უ­რა­ვე­ბი, შემ­დეგ საქ­მე მი­დი­ო­და აღ­სრუ­ლე­ბა­ში და მცი­რე ჯა­რი­მის გამო, ზოგ­ჯერ მთელ ან­გა­რი­შებს უყა­და­ღებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.


გვსურს, ამ პრობ­ლე­მის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ე­ე­ბი და ეს ამ პან­დე­მი­ის დროს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ახლა თი­თო­ე­ულ თეთ­რს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში ასე­თი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 850 000 ლარს შე­ად­გენს და ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან, - გვე­უბ­ნე­ბა გა­ბუ­ნია.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გან­მარ­ტავს, რომ ამ­ნის­ტია შე­ე­ხე­ბა გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე.

აღუს­რუ­ლე­ბე­ლი ჯა­რი­მა - ეს ტერ­მი­ნი მო­ი­ცავს გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მას ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე. იქ­ნე­ბა ეს აღ­სრუ­ლე­ბა­ში თუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბამ­დე მი­სუ­ლი საქ­მე. სითი პარ­კის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა არ არის მო­გე­ბა­ზე იყოს ეს სერ­ვი­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ლაც არ­სე­ბობს, მაგ­რამ არის გა­მარ­თუ­ლი და კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი, - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტარ­მა.


თეგები:
მძღოლები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up