„თბილის ცენტრალში“  არსებული  „ოქროს ბირჟა“  გახნისთვის ჯერ მზად არ არის

„თბილის ცენტრალში“ არსებული „ოქროს ბირჟა“ გახნისთვის ჯერ მზად არ არის

access_time2020-06-02 16:00:53

დღეიდან თბილისის მასშტაბით ოქროს ბირჟები გაიხსნა. 10 ივნისიდან კი „თბილისი ცენტრალში“  მდებარე ოქროს სავაჭრო სივრცეც განაახლებს მუშაობას. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ობიექტის გახსნის გადადების  მიზეზი, პანდემიის გამო  დაწესებული რეგულაციებია,  რომლის მომზადებაც „თბილისი ცენტრალის“ „ოქროს ბირჟამ“ ვერ მოასწრო.


კომენრსანტის“ წყაროს ინფორმაციით, დამცავი ბარიერები, რომელიც თანამშრომლებსა და მომხმარებელს შორის უნდა დამაგრდეს თავად მოვაჭრეებმა შეიძინეს და არა სავაჭრო ობიექტმა.  ინფორმაციას „თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაციაშიც გვიდასტურებენ. მათი თქმით, თანხის შეგროვებაზე მოვაჭრეებიც დათანხმდნენ და ამ ნაბიჯის გადადგმა ობიექტის ადმინისტაციას ფინანსური კრიზისის გამო მოუხდა.


„ვემზადებით 10 ივნისისთვის, ეს საორიენტაციო რიცხვია როდესაც ჩვენს სივრცეში არსებული „ოქროს ბირჟა“ გაიხსნება.  ვამონტაჟებთ იმ ბარიერებს, რასაც რეგულაცია ითვალისწინებს. ამ ყველაფრის თანხას მოიჯარეებიდანაც ვიღებთ, რადგან ჩვენ გვაქვს ფინანსურად მძიმე მდგომარეობა და ვერ მოვახერხებთ მხოლოდ ჩვენი სახსრებით სამუშაოს შესრულებას.  თანხა, რომელსაც შეაგროვებენ არ  ეკარგებათ ჩვენს მოიჯარეებს, ჩეკის სახით გატარდება და ეს ინფორმაცია იქნება საჯარო, ჩვენ დამალულად არაფერს ვაკეთებთ“,-აცხადებენ ოქროს ბირჟის ადმინისტრაციაში.



სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა „ოქროს სამყარომ“, სადაც რეგულაციის ყველა სტანდარტი დაცულია და  როგორც თანამშრომლები აცხადებენ  ბარიერებსა და სხვა აღჭურვილობაზე სავაჭრო ობიექტმა იზრუნა. როგორც „ოქროს სამყაროში“ აცხადებენ, ძვირფას ლითონზე ფასის ზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგ გაორმაგდა.


„ჩვენი ბაზრობა უკვე გაიხსნა, ადგილზე  მისულებს ყველაფერი დაგვხვდა გამყოფი ბარიერით,  როგორც მომხმარებელსა და ჩვენს შორის, ასევე თანამშრომლებს შორისაც მინის გამყოფი ზოლიცაა. ამ ყველაფერზე თავად ბაზრობამ იზრუნა.  დღეს დილიდან მომხმარებლების სიმრავლეც შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასმა მოიმატა  მაინც იყიდება, პირველივე დღეს გავყიდეთ.ნაკეთობის ფასი 130 ლარია,ჯართის-  95 ლარიფასები გაზრდილია პანდემიის შემდეგ, ამას ლარის გაუფასურებაც დაემატა.“-აცხადებენ ოქროს სამყაროში.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up