თბილი სახლის საიდუმლო

თბილი სახლის საიდუმლო

access_time2021-12-06 18:02:16

ზამთრის მოახლოვება ალბათ ყველასთვის ახალ წელთან და სიცივესთან ასოცირდება. სწორედ ასე დაიწყო ცელსიუსმა ახალი სეზონი სლოგანით „იგრძენი სითბო“




ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება.


რამოდენიმე წლის წინ მომხმარებელი გაზის გამათბობელს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა ის ცენტრალურმა გათბობამ ჩაანაცვლა. ხარისხიანი მომსახურება და კომფორტი იზიდავს მომხმარებელს.


სწორად შერჩეული ცენტრალაური გათბობა ნაკლებად ხარჯიანია, მეტ სითბოს უზრუნველყოფს და რაც მთავარია უსაფრთხოა. გათბობის სისტემის მონტაჟამდე, მისი სწორი დაგეგმვა-პროექტირებაა საჭირო. 1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი რეგულაციებიც ამას მოწმობს.
პროექტირება აერთიანებს (თბოიზოლაციის გათვალისწინებით) ქვაბის სიმძლავრის, რადიატორების რაოდენობის/ დიამეტრის, სველი წერტილების (აბაზანა, სამზარეულო) მილგაყვანილობის სწორად განსაზღვრას, რომ არ წარმოიქმნას ტენიანობა და ნებისმიერ ამინდში კომფორტული გარემო გარანტირებული იყოს.


ერთნაირ ფართზე გათვლილმა გათბობის სისტემამ შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მოგვცეს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად პროექტირების ან პროდუქციის არჩევის დროს დაშვებული შეცდომებია.



ცელსიუსის მომხმარებლებისთვის გათბობის სისტემის პროექტირება უფასოა, რათა მათ თავი დაიზღვიონ ყველა ზემოაღნიშნული პრობლემებისგან.


პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი პირობების გათვალისწინებით, ახალმა კომპანიამ „ცელსიუსი“ , რომელიც ჯერ მხოლოდ 1 წლისაა თავი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გაიჩინა.


ცელსიუსს საქართველოს მასშტაბით უკვე აქვს 7 მაღაზია თბილისსა და რეგიონებში (ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი), სადაც სრული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.


მომხმარებელთან მუშაობა მაღაზიაში მოსვლის გარეშეც არის შესაძლებელი - საიტის მეშვეობით, ონლაინ კონსულტაციით და დისტანციური მომსახურებით. ამას ემატება პროექტირება და პროდუქციის ადგილზე სრულიად უფასო მიწოდება, რაც მომხმარებელთა კეთილგანწყობას ამაღლებს.


კომპანია ცელსიუსი იტალიური ბრენდი „არისტონის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით. ეს ფაქტი ადასტურებს სერტიფიცირებულ მაღალხარისხიან მომსახურებას და ოფიციალურ 5 წლამდე გარანტიას.


ცელსიუსის და არისტონის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, არისტონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიქმნა ქართული გვერდი (Ariston.com/ka-ge), რომელიც ჩვენს მომხმარებელს მეტ ინფორმაციას მიაწვდის ბრენდის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.


(R)


თეგები:
„ცელსიუსი“



2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up