TBC ბანკის საქმე - დამფუძნებლები შესაძლოა საბანკო საქმიანობას ჩამოაშორონ

TBC ბანკის საქმე - დამფუძნებლები შესაძლოა საბანკო საქმიანობას ჩამოაშორონ

access_time2019-01-10 22:45:28

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, გამოძიების დამატებით კითხვებს უპასუხონ. მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის დამფუძნებლები „თიბისი ბანკის“ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნებზე საუბარს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციად მიიჩნევენ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ბანკის კაპიტალის გასაზრდელად 10 წლის წინ ჯამში 80 მილიონი ისესხეს, საიდანაც ნაწილი 17 მილიონი - „სამგორი M:-სა და „სამგორი თრეიდისგან“. ფული მთლიანად ბანკს მოახმარეს და სხვა მიზნებისთვის არაფერი დახარჯულა, შესაბამისად არც შავი ფული გათეთრებულა.

სასამართლოში უკვე გამოკითხეს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. თუმცა რატომ არაფერი ჰკითხეს „სამგორი M-სა“ და „თრეიდის“ რეალურ მფლობელს, ვახტანგ წერეთელს უცნობია. ორივე კომპანიის მფლობელი არა ავთანდილ წერეთელი, არამედ ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელია.


გამოკითხავს თუ არა პროკურატურა ხელმეორედ „თიბისის“ დამფუძნებლებს, დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს. პროკურატურის განმარტებით, მძიმე ბრალდების მიუხედავად, ბანკის საქმიანობისგან დამფუძნებლების განრიდების აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC-ის“ საქმიანობას ჩამოშორებოდნენ, საქმის შესწავლის პროცესში ეროვნულმა ბანკმა დააყენა. მოთხოვნა TBC-იმ მიიღო თუმცა უცნობია, საბოლოოდ მივიდა თუ არა ეს პროცესი ფინალურ ეტაპამდე.



საბანკო საქმიანობასთან ხაზარაძის და ჯაფარიძის დისტანცირების შესახებ ინფორმაციას ბანკში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ეროვნულ ბანკში კი ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეს.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.

ექსპერტების შეფასებით კი, განვითარებული მოვლენები საგანგაშოა და უკვალოდ არ ჩაივლის. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ღიად საუბრობდა, რომ ასეთ მასშტაბურ საქმეზე გამოძიების დაწყება პოლიტიკური დაკვეთის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.


rustavi2





„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up