TBC BANK GROUP - ში მამუკა ხაზარაძის წილი 9.14%-მდე შემცირდა.30 იანვრის მდგომარეობით, ხაზარაძის კუთვნილი აქციების პაკეტი 62 მილიონ ფუნტამდე ღირს.
წილის შემცირება გასული წლის ივლისში Renaissance Capital-თან დადებულ აქციების დაგირავების შეთანხმებას უკავშირდება.
მაშინ ცნობილი გახდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათი კუთვნილი აქციების დაგირავების პროცესი დაიწყეს, რათა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსება მომხდარიყო. ჯამში ბანკის აქციათა 8%-ის დააგირავება განიხილება. კონტრაქტის პირობების მიხედვით, ხაზარაძე და მისი პარტნიტნიორიაქციებს ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 28 ივნისს გამოისყიდიან.
მესამე ტანზაქციით, ხაზარაძის წილი 4.38% პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
აქციების დაგირავებამდე მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის 13.52%, ბადრი ჯაფარიძე კი, 6.76% ფლობდა.
gbc.ge